11.08.2017 / 16:23
შრიფტის ზომა:

როგორ მოვიფიქროთ საიმედო პაროლი

საიმედო კომპიუტერული პაროლების სახელმძღვანელოს ცნობილი ავტორი მწუხარებას გამოთქვამს საკუთარი რეკომენდაციების გამო, რომლესაც ის წარსულში იძლეოდა.

საქმე ისაა, რომ ბილ ბიორი მომხმარებელს კომპიუტერის პაროლის ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოცვლას და ყოველ ჯერზე მის გართულებას ურჩევდა. გასართულებლად კი არსებული პაროლისთვის ასოები, ციფრები და სხვა სიმბოლოები უნდა დაემატებინა. ანუ რჩევის მიხედვით, სიტყვა "protected" შეცვლის შემდეგ უნდა გამოსულიყო "pr0t3cT3d4!".

მოცემული მომენტისთვის, სპეციალისტისთვის ცხადი გახდა, რომ მისი თეორია პრაქტიკას დაშორდა. Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიორმა აღიარა, რომ მისი სახელმძღვანელო არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო.

ახალი სახელმძღვანელოები მომხმარებლის პაროლის ხშირ განახლებას არ ითხოვენ. ადამიანები, როგორც წესი პაროლში უმნიშვნელო დეტალებს ცვლიან მაგალითად "monkey1"-ს "monkey2"-თი ანაცვლებენ, რის გამოც ბოროტმოქმედებისთვიუს ადვილ სამიზნეს წარმოადგენენ.

გარდა ამისა დადასტურებელია რომ კომპიტერის გატეხვას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, როდესაც მისი პაროლი რამდენიმე სიტყვის შემთხვევით შერჩევისგან შედგება, ვიდრე ეს ასოების არც თუ ისე რთული კომბინაციისას ხდება.

"ჩვენთვის უკვე ცნობილია რომ ბიორის რჩევებმა მეტი ზიანი მოიტანა ვიდრე სარგებელი.

მაგალითად, რაც უფრო ხშირად სთხოვენ მომხმარებელს პაროლის შეცვლას, მით მარტივ კომბინაციას არჩევს

ის. იმის გამო რომ დღეს ძალიან ბევრ საიტზე ვართ დარეგისტრირებულები, საკმაოდ დიდი ცდუნებაა, რომ ყველგან ერთი და იგივე პაროლი დავაყენოთ" - განმარტა კომპიუტერული უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტმა პროფესორმა ალან ვუდვორდმა.

2015 წელს ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა სახელმძღვანელო პაროლების შერჩევასთან დაკავშირებით. სახელმძღვანელო კომპანიების ხელმძღვანელებს რეკომენდაციას აძლევს, იმის ნაცვლად რომ თანამშრომლებს პაროლის ხშირი ცვლისკენ უბიძგოს, სპეციალური პროგრამა გამოიყენოს, რომელიც საიმედოდ შეინახავს ასობით მნიშვნელოვან დოკუმენტაციას.

"ძალიან კარგია, რომ რჩევები რეალური პრაქტიკის გათვალისწინებით იცვლება, რომელიც შესაბამისი კვლევებით არის დამტკიცებული"- ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი სტივენ მერდოკი.