5 საუკეთესო კომპიუტერული თამაში, რომელიც 2018 წელს გამოვა | Allnews.Ge

5 საუკეთესო კომპიუტერული თამაში, რომელიც 2018 წელს გამოვა

1.FAR CRY 5 - მუდამ გამოირჩევა გრაფიკის მაღალი დონით, მძაფრი მოქმედებებითა და ლამაზი ბუნებით. გამონაკლისი არც მეხუთე ნაწილი იქნება, რომელიც 2018 წლის 27 თებერვალს გამოვა.

2.GOD OF WAR - წარსულის გამონათება - ასე შეიძლება ვუწოდოთ თამაშს, რომელის შესახებაც, დიდი ხანია არაფერი გვსმენია. კრატოსი - ომის ღმერთი, კვლავ შეეცდება ბოროტებასთან ბრძოლას. თამაში 2018 წელს გამოვა და ის მხოლოდ PS4-ისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

3.SPIDER-MAN - ახალი, გაუმჯობესებული გრაფიკით ბრუნდება. თამაში 2018 წელს გამოვა და GOD OF WAR-ის მსგავსად, მხოლოდ PS4 პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი.

4.NEED FOR SPEED: PAYING IT BACK - ახალი მანქანები, ახალი ისტორიები და თავგადასავლები. გაუმჯობესებული გრაფიკა და ყველაფერი რაც რბოლისთვისაა საჭირო. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო თამაში მსგავს თამაშებს შორის. ის 2017 წლის ბოლოს ან 2018 წლის დასაწყისში გამოვა და ხელმისაწვდომი იქნება Playstation 4 , Xbox One & PC პლატფორმებზე.

5.FIFA 18 - FIFA და Pro evolution Soccer სპორტული თამაშების მოყვარულთათვის ყოველთვის განხილვის საგანს წარმოადგენს. თუმცა, ამჯერად FIFA-ს ვამჯობინებთ. განახლებული გრაფიკა, გამოკვეთილი სახეები, გულშემატკივართა ოვაციები, მეტი ემოციით გადმოცემული მოქმედებები, დახვეწილი მოძრაობები და რაც მთავარია, ნაკლები ხარვეზი. რეალობასთან მიახლოებული თამაში საშუალებას მოგცემთ ისიამოვნოთ და თავი გუნდის ნამდვილ წევრად იგრძნოთ. თამაში 2018 წელს გამოვა და ის ყველა პლატფორმისთვის იქნება ხელმისავდომი.

 

myquiz