რომელ მობილურ ტელეფონს ანიჭებს უპირატესობას ქართველი მომხმარებელი | Allnews.Ge

რომელ მობილურ ტელეფონს ანიჭებს უპირატესობას ქართველი მომხმარებელი

სამხრეთ კორეა, ჩინეთი და ამერიკის შეერთბული შტატები - ეს ის სამი სახელმწიფოა, რომელთა შექმნილი სმარტფონები საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუ რამდენიმე წლის წინ, iPhone საქართველოში ყველაზე გავრცელებული ტელეფონი იყო და მისი ქონა გარკვეულ პრესტიჟთან ასოცირდებოდა, ახლა ყველაფერი შეიცვალა.

ტექნიკის რეალიზატორ კომპანიებზე დაყრდნობით, ჩვენ საქართველოში ყველაზე პოპულარულ მოდელებს გთავაზობთ.

1. Samsung Galaxy S7/S7 Edge - კომპანიებმა საქართველოში ყველაზე მოთხოვნად მობილურ ტელეფონად დაასახელეს. S7-ის ფასი 1 500 ლარიდან იწყება, ხოლო S7 Edge-ს 1560 ლარად შეიძენთ. მobილური ტელეფონები წყალგამძლეა და მაღალი ხარისხის ფოტოებს იღებს, შესაბამისად, მასზე მოთხოვნაც დიდია.

2. Samsung Galaxy S8/S8+ - რეალიზატორები განმარტავენ, რომ მიუხედავად მაღალი ფასისა, მათზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, რადგან მომხმარებელს ტელეფონის ვიზუალი და ხარისხი იზიდავს. Samsung Galaxy S8 2 050, ხოლო S8+ 2 060 ლარი ღირს.

3. HUAWEI P9 lite - ამ ჩინური კომპანიის მობილური ტელეფონების პოპულარობა ჩვენ ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წელია მატულობს. ამჟამად გაყიდვებით P9 lite ლიდერობს, რომლის ფასიც 1 097 ლარიდან იწყება. ტექნიკის რეალიზატორი კომპანიების განმარტებით, ბრენდის ეს მოდელი მომხმარებელს განახლებული დიზაინის, ფერების, ვიდეოკამერისა და ფართო ეკრანის გამო მოსწონთ.

4. HUAWEI P1/P10 lite – P10 1 497, ხოლო P10 lite 1 798 ლარი ღირს. ორივე კომპანიის უახლესი მოდელია. ტექნიკის მაღაზიების განმარტებით, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა P10-ზეა, რომლის ბატარიაც სწრაფად იტენება და დახვეწილი კამერის გამო, მომხმარებელში ძალიან პოპულარულია.

5. iPhone 7 ჩვენს ქვეყანაში გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა, რის მიზეზადაც რეალიზატორ კომპანიებში ხარისხი და ვიზუალი დაგვისახელეს. მოთხოვნადი ძირითადად, 32 GB-ს მქონე iPhone 7-ია, რომლის ფასიც 1 775 ლარია. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები ძირითადად, შავ, გლუვ მოდელს ყიდულობენ.

6. iPhone 6S-ი ახალი მოდელის გამოსვლამდე ჩვენს ქვეყანაში ძალიან პოპულარული იყო, თუმცა ამ ბრენდის ტელეფონებში ახლაც ერთ-ერთი ლიდერია. მომხმარებლები ძირითადად, 32 GB-ის მქონე Space Grey-ს ყიდულობენ, რომლის ფასიც 1 447 ლარია.

კომპანიებში განმარტავენ, რომ სანამ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიები ახალ მოდელებს გამოუშვებდნენ, მოთხოვნა iPhone 5S-ზე, HUAWEI P8 Lite-სა და Samsung Galaxy S6-ზე იყო, თუმცა სიახლე ფასის მიუხედავად, ყოველთვის ინტერესს იწვევს.

myquiz