"ტესლას" ყველაზე იაფფასიანი ავტომობილის შეძენა უკვე შესაძლებელია
"ტესლას" მწარმოებელმა, მასობრივ მომხმარებელზე გათვლილი ეკოლოგიური ავტომობილის ახალი მოდელი გამოუშვა. ამ მომენტისთვის, ხუთადგილიანი სედანი - Model 3 "ტესლას" ყველაზე იაფფასიანი ავტომომობილია.
ახალი მოდელი გასული წლის მარტში წარადგინეს, თუმცა, პირველმა ოცდაათმა მოხმარებელმა, ძირითადად კომპანიის თანამშრომლებმა, შეძენილი ავტომობილები ახლა მიიღეს.
ტესლას ხელმძღვანელი ილონ მასკი მიიჩნევს, რომ Model 3 ამ ღირებულების ავტომობილებს შორის საუკეთესოა.
რაც შეეხება ფასს, ყველაზე იაფი კომპლექტაცის ელექტრომობილის შეძენა 35 ათას დოლარად არის შესაძლებელი. მწარმოებლების თქმით, ასეთი ფასი, მომხმარებელთა ფართო წრეების დაინტერესებას გამოიწვევს.