ეს რუკა ელექტრომობილების დამტენების ადგილმდებარეობას მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს მასშტაბით გვიჩვენებს | Allnews.Ge

ეს რუკა ელექტრომობილების დამტენების ადგილმდებარეობას მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს მასშტაბით გვიჩვენებს

თუ ელექტრომობილით სარგებლობთ და თბილისში დამტენების ადგილმდებარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გაქვთ, სერვისი PLUGSHARE ზუსტად გიჩვენებთ, სად შეგიძლიათ დამუხტოთ თქვენი ავტომობილი.

PLUGSHARE არის, რუკა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ელექტრომობილების დამტენების ადგილმდებარეობებს გვიჩვენებს. რუკაზე თბილისიცაა აღნიშნული, სადაც დაახლოებით, 20 დამტენია დამონტაჟებული.

გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სახლში ან საკუთარ ობიექტზე დამონტაჟებული ელექტროდამტენი რუკაზე მონიშნოს.

აღსანიშნავია, რომ PLUGSHARE-თი სარგებლობა როგორც ანდროიდის, ისე IOS-ის შემთხვევაშიც არის შესაძლებელი.

იხილეთ რუკა

myquiz