"ფეისბუქი" ქართულად მოსაუბრე ადამიანებისთვის ვაკანსიას აცხადებს | Allnews.Ge

"ფეისბუქი" ქართულად მოსაუბრე ადამიანებისთვის ვაკანსიას აცხადებს

"ფეისბუქი" საქართველოს მოქალაქეებს თანამშრომლობისთვის იწვევს. სოციალური ქსელის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანდიდატი, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს დსთ-ის ქვეყნებზე მომუშავე გუნდის წევრი იქნება. სამუშაო ადგილად დუბლინია მითითებული.

აღწერილობის თანახმად ვაკანსია ე.წ თემის ოპერატორის (Market Specialist Community Operations) თანამდებობაზეა გამოცხადებული.

ახალ თანამშრომელს სოციალურ ქსელში განთავსებულ კონტენტზე დაკვირვება და შესაძლო შეურაცხმყოფელი პოსტების განხილვა მოუწევს, ამასთანავე მან უნდა გადაჭრას მომხმარებლების ანგარიშებთან დაკავშირებული პრობლემები, გააუმჯობესოს დახმარების სერვისი და მოაგვაროს თემატური გლობალური საკითხები.

სპეციალისტი მონაცემთა ანალიზით იქნება დაკავებული და კომპანიას გამოწვევების გადაჭრასა და მონაცემთა ოპტიმიზაციაში დაეხმარება.

მინამულურ მოთხოვნებში შედის:

ბაკალავრის და/ან მაგისტრის ხარისხი ან ექვივალენტური გამოცდილება (მათემატიკის ან სამეცნიერო დისციპლიების ცოდნა სასურველია)

სტრატეგიული აზროვნება

პრობლემის გადაჭრის ძლიერი ანალიტიკური და კრეატიული უნარები

Facebook-ისა და Instagra-ის საზოგადოების დახმარების ძლიერი სურვილი

კომუნიკაციისა და კოლაბორაციის მაღალი დონე

ინიციატივიანი ადამიანი, რომლესაც დროის მოკლე მონაკვეთსა და მუდმივად ცვალებად გარემოში მრავალფუნქციური უნარების გამოვლენა და პრიორიტეტების სწორად დასახვა შეუძლია.

ტექნოლოგიური და მონაცემთა ანალიზისთვის აუცილებელი პროგრამების ცოდა, როგორიც არის Excel პლუსად ჩაითვლება.

ქართული და ინგლისური ენების წერითი და სასაუბრო დონე სავალდებულია, რუსული-სასურველი.

myquiz