კომპიუტერული თამაშებით მიღწეული წარმატება - გაიცანით, ახალგაზრდა მილიონერები | Allnews.Ge

კომპიუტერული თამაშებით მიღწეული წარმატება - გაიცანით, ახალგაზრდა მილიონერები

მიმდინარე წლის თებერვალში ალექს ბალფანზმა თავისი მეთვრამეტე დაბადების დღე სატელეფონო საუბარში გაატარა. ის, არც მეტი არც ნაკლები, თავისი ვიდეო თამაშის მომავალ პერსპექტივას განიხილავდა.

დაახლოებით სამი კვირით ადრე, ბალფანზმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, პოლიციელებსა და ქურდებზე ვიდეო თამაში გამოაქვეყნეს, რომელსაც Jailbreak ერქვა. ის ერთ-ერთ მსხვილ სათამაშო პლატფორმა Roblox-ზე დაიდო. ამ პლატფორმისთვის თამაშები ბალფანზსა და მის ბიზნეს პარტნიორს აქამდეც შეუქმნიათ თუმცა, Jailbreak პირველი იყო, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა, დადებისთანავე 75 ათასი მოთამაშის ყურადღება მიიპყრო და შემდეგ დღეებშიც შეძლო ამ დონის შენარჩუნება.

ამჟამად თამაში "შვიდ-ციფრიან" შემოსავალს მიიღებს. ალექს ბალფანზის თქმით, მან უკვე საკმარისი თანხა მოაგროვა დიუკის უნივერსიტეტში 4-წლიანი სწავლის საფასურის სრულად დასაფარად. ბალფანზი შემოდგომიდან უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის შესწავლას გეგმავს. როგორც ცნობილია, Roblox-ის შემოქმედებითმა გუნდმა ბალფანზს თანამშრომლობა შესთააზა.

რაც შეეხება Roblox-ს. თუ თქვენ 15 წელზე მეტი ასაკის ხართ, დიდი შანსია, რომ ამ პლატფორმის შესახებ არაფერი გსმენიათ. პლატფორმა მომხმარებლისთვის 2005 წლიდან არის ხელმისაწვდომი, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მოიპოვა, როდესაც სმარტფონების, ტაბლეტებისა და Xbox-ისთვის შექმნილმა ვერსიებმა მოთამაშეთა ახალი თაობა მოიზიდა.

ამ დროისთვის მას თვეში 56 მილიონი მოთამაშე ჰყავს, რაც მას Minecraft-ზე წინ აყენებს.

Roblox-ის პლატფორმა ღიაა. ყველა ადამიანს ვისაც თამაშის შექმნის უნარი აქვს, პლატფორმის შესაბამისად გამოყენება შეუძლია. ღიაობის პრინციპი გავლენას ახდენს თამაშების განუსაზღვრელ მრავალფეროვნებაზე, რომელსაც პლატფორმა თავის მომხმარებელს სთავაზობს.

ბალფანზთან და Roblox-ის სხვა დეველოპერებთან საუბრისას ცხადი გახდა, რომ უმეტესი მათგანი, ვინც მომავალში პლატფორმისთვის თამაშებს ქმნის, ადრეულ ასაკში ვიდეო თამაშებისადმი დაინტერესებას გამოხატავდა ან თავად თამაშობდა.

მაგალითად, შეგვიძლია 18 წლის ენდრიუ ბერეზას ისტორიაც მოვიყვანოთ, რომელიც მამასთან ერთად, ნიუ ჯერსიში ცხოვრობს. მან Roblox-ის პლათფორმაზე თამაში მცირე ასაკიდან დაიწყო, როდესაც წამოიზარდა, დიზაინითა და პროგრამირებით დაინტერესდა. მოგვიანებით, თავისი პირველი თამაშები შექმნა. დღეს ის ცნობილია, როგორც Miner's Haven-ის შემქმნელი. თამაში პირველად 2015 წლის ივნისში გამოვიდა და რეიტინგს ამ დრომე ინარჩუნებს. ბერეზას თქმით, მას უკვე სათვალავი აერია რამდენი ფული იშოვა თამაშის შექმნით, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლის სრულად დასაფინანსებლად.

myquiz