ამერიკაში, მომსახურე პერსონალს ხელში ჩიპებს ჩაუდგამენ | Allnews.Ge

ამერიკაში, მომსახურე პერსონალს ხელში ჩიპებს ჩაუდგამენ

ამერიკაში, მომსახურე პერსონალს ხელში ჩიპებს ჩაუდგამენ. Three Square Market პირველი ფირმა გახდება, რომელიც უახლოეს მომავალში თანამშრომლებს მიკროჩიპებს დაუმონტაჟებს. აღნიშნული კომპანია მიკროსქემებს თანამშრომლებს სრულიად უფასოდ დაუმონტაჟებს. ფირმის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ მათ სხვა კომპანიებიც მიბაძავენ.

ბრინჯის მარცვლის ზომის მიკროჩიპი 300 ამერიკული დოლარი ღირს. ის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს ხელის მარტივი მოძრაობით გახსნას კარი, შევიდეს სამუშაო კომპიუტერში და პროდუქტებიც კი შეიძინოს. კომპანიის 50-მა თანამშრომელმა მიკროჩიპის ჩადგმის სურვილი უკვე გამოთქვა. Three Square Market-ის წარმომადგეელი პატრიკ მაკმულანი მიიჩნევს, რომ ეს იდეა უტოპიური სულაც არ არის და ფიქრობს მალე ყველა მოისურვებს მიკროჩიპის დამონტაჟებას.

Three Square Market შვეიცარიულ კომპანია BioHax-თან თანამშრომლობს. ამ კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მიკროჩიპები მალე იდენტიფიცირებისა და გადახდის ჩვეულებრივი ხერხი გახდება.

"საკრედიტო ბარათისა და ტელეფონის ნაცვლად იქნება მიკროჩიპი დიდსა და საჩვენებელ თითებს შორის"

კომპანიის საერთაშორისო განვითარების ვიცე-პრეზიდენტის, ტონი დანანის, განმარტებით, ყველა თანამშრომელს გაუჩნდა ლეგიტიმური კითხვა, შეიძლება თუ არა ამ ჩიპების მეშვეობით თვალთვალი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩიპის თვალთვალი GPS-ის საშუალებით შეუძლებელია, ის ისეთივე იქნება როგორიც ნებისმიერ საკრედიტო ბარათში.

დანანი იმედოვნებს, რომ, საბოლოო ჯამში, მიკროჩიპი ჩაანაცვლებს ყველაფერს იმას, რასაც საფულით ვატარებთ, დაწყებული ელექტრონული გასაღებით, დამთავრებული პირადობის მოწმობითა და საკრედიტო ბარათებით. მისი მთავარი ფუნქცია სწორედ კომფორტულობა უნდა იყოს, შესაბამისად, ჩამონტაჟებისა და ამოღების პროცესიც მარტივი და უმტკივნეულო იქნება.

myquiz