ქართველი მოსწავლეების უპრეცედენტო წარმატება მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე | Allnews.Ge

ქართველი მოსწავლეების უპრეცედენტო წარმატება მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკის 58-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე უპრეცედენტო წარმატება მოიპოვეს. ისინი მაღალი დონის შეჯიბრიდან 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ.

საქართველოდან გაგზავნილ ნაკრებში მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეები - ალექსანდრე საათაშვილი, საბა ლეფსვერიძე, ნიკოლოზ ბირკაძე, დავით ხვედელიძე, დავით თათოშვილი და ირაკლი შალიბაშვილი შედიოდნენ. მათგან ნაწილი კომაროვის სკოლის მოსწავლეები, ნაწილი კი ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლიდან იყვნენ.

ოქროს მედალი მე-12 კლასელმა, კომაროვის სკოლის მოსწავლემ, ალექსანდრე საათაშვილმა მოიპოვა.

ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადიდან 10-ზე მეტი მედლით დაბრუნდნენ

საქართველოს ქვეყნებს შორის რეიტინგში კი მე-12 ადგილი დაიკავა. ოლიმპიადაში სულ 111 ქვეყანა მონაწილეობდა.

ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ოქროს მედლით ბრუნდება, პირველი შემთხვევა 1996 წელს, მეორე კი 2007 წელს იყო.

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ყოველ წელს იმართება.

myquiz