"ჰონდა" ორ მილიონზე მეტი ავტომობილის უკან გამოთხოვას აპირებს | Allnews.Ge

"ჰონდა" ორ მილიონზე მეტი ავტომობილის უკან გამოთხოვას აპირებს

იაპონური ავტომწარმოებელი "ჰონდა" მსოფლიოს მასშტაბით, ორ მილიონზე მეტი ავტომობილის გამოითხოვას აპირებს. საუბარია 2013 წლიდან 2016 წლამდე წარმოებულ მანქანებზე. მიზეზი ელემენტების სენსორების აფეთქების შემთხვევებია, რის შესახებაც ავტომწარმოებლებმა არაერთი შეტყობინება მიიღეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სენსორები, რომელიც მძღოლს ელემენტებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ სიგნალს აწვდის, შესაძლოა, არ იყოს კარგად შეფუთული და დაცული, რის გამოც იგი ცალკეულ შემთხვევებში ალდება.

"მსგავსი ინციდენტების შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს", - აცხადებენ "ჰონდაში".

როგორც "სიენენი" წერს, მხოლოდ აშშ-ში, მილიონზე მეტი "ჰონდას" ავტომობილის გამოთხოვა იგეგმება.

myquiz