გარდაიცვალა მარიამ მირზახანი - პირველი ქალი, რომელმაც ფილდსის პრემია მიიღო | Allnews.Ge

გარდაიცვალა მარიამ მირზახანი - პირველი ქალი, რომელმაც ფილდსის პრემია მიიღო

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ირანელი მათემატიკოსი მარიამ მირზახანი გარდაიცვალა, რომელიც სამი წლის წინ, მათემატიკაში ყველაზე პრესტიჟლი ჯილდოს - ფილდსის პრემიის პირველი ქალი-ლაურეატი გახდა.

იმის გამო, რომ ნობელის პრემია მათემატიკოსებს არ გადაეცემა, ფილდსის პრემიას ხშირად "მათემატიკოსთა ნობელის პრემიას" უწოდებენ.

მარიამ მირზახანი 40 წლის იყო. 2013 წელს მას მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ, მას მეთასტაზები ძვლის ტვინშიც აღმოუჩინეს.

ფილდსის პრემია მირზახანიმ 2014 წელს, რიმანის ზედაპირის მოდულარული სივრცეების დინამიკასა და გეომეტრიაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. ამგვარად, ის ისტორიაში პირველი ქალი-ლაურეატი და პირველი ირანელი ლაურეატი გახდა.

მირზახანი ირანში 1977 წლის 3 მაისს დაიბადა. მოზარდობისას, მან ორჯერ - 1994 და 1995 წლებში - გაიმარჯვა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში. 1999 წელს ის საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.

2004 წელს მირზახანიმ ჰარვარდის უნივერსიტეტში მათემატიკის დოქტორის წოდება მიიღო, 2008 წლიდან კი სტენფორდის უნივერსიტეტში ასწავლიდა.

myquiz