2018 წლიდან, ელექტრომობილების დატენვა შესაძლოა ფასიანი გახდეს | Allnews.Ge

2018 წლიდან, ელექტრომობილების დატენვა შესაძლოა ფასიანი გახდეს

კომპანია E-Space, რომელიც საქართველოს მასშტაბით, ელექტრომობილების დამტენების დამონტაჟებაზეა პასუხისმგებელი, არ გამორიცხავს, რომ დამტენებით სარგებლობა 2018 წლიდან, ფასიანი გახდეს.

"არ გამოვრიცხავთ, რომ 2018 წლიდან ელექტროდამტენებით სარგებლობა ფასიანი გახდეს, თუმცა წინასწარ ამის დაზურსტება რთულია," - განმარტავს ნატალია კასრაძე და დასძენს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით კომპანია E-Space 100-მდე ელექტრომობილის დამტენის დამონტაჟებას გეგმავს.

კომპანიამ პირველი ელექტროდამტენი თბილისში 2016 წლის შემოდგომაზე დაამონტაჟა. ამჟამად საქართველოში მძღოლებს 20-ზე მეტი ელექტროდამტენი ემსახურება, რომელთა უმეტესობაც თბილისში, ხოლო თითო-თითო რუსთავში, ყვარელში, თელავში, ბათუმსა და ქუთაისშია დამონტაჟებული.

myquiz