მილიარდერები აპოკალიფსისთვის ემზადებიან. რა ინფორმაციას ფლობენ ისინი? | Allnews.Ge

მილიარდერები აპოკალიფსისთვის ემზადებიან. რა ინფორმაციას ფლობენ ისინი?

რა ასოციაციები გიჩნდებათ როდესაც გესმით სიტყვები "გადარჩენაზე ორიენტირებული"? - სავარაუდოდ, უცნაური ადამიანი, რომელიც კონსერვების მომარაგებას ცდილობს, ან ჰიპი, რომელიც ტყეს აფარებს თავს.

ამ შემთხვევაში, ეს ტერმინი გაცილებით მაღალი რანგის ადამიანებს აერთიანებს და საკუთარ თავში "სილიკონ ველის" მილიარდერებს გულისხმობს. დიახ, თქვენ ნამდვილად არ მოგესმათ, ეს ადამიანები მართლაც ემზადებიან გადარჩენისთვის, ჩვენი საზოგადოების ჩამოშლის პირობებში.

ზოგიერთი მათგანი, საჰაერო თავდასხმის საწინააღმდეგო მდიდრულ თავშესაფრებს ყიდულობს, რომლებიც სპორტდარბაზებით, საცურაო აუზებითა და კინოთეატრებითაა "აღჭურვილი" და ატომური თავდასხმის გაძლება შეუძლია. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ბილ გეიტსაც კი აქვს მსგავსი ბუნკერი, რომელიც მისი მამულების ქვეშაა განთავსებული.

 საწარმოო კომპანია Mayfield Fund-ის ხელმძღვანელმა, ტიმ ჩანმა, ცოტა ხნის წინ, New Yorker-თან საუბარში აღიარა, რომ აქტიურად ყიდულობს უძრავ ქონებას, რათა საჭიროების შემთხვევაში, ჰქონდეს ადგილი, სადაც დამალვას შეძლებს.

კომპანია Reddit-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, სტივ ჰაფმანი, თვალის ლაზერული კორექციის გაკეთებას გეგმავს, რადგან ფიქრობს, რომ მსოფლიოს აღსასრულის დადგომის შემთხვევაში, საკონტაქტო ლინზების შოვნა მარტივი საქმე არ იქნება.

და მაინც, კონკრეტულად რა მოვლენისთვის ემზადებიან მილიარდერები? შესაძლოა, ამ კითხვას ნათელი კომპანია Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ანტონიო გარსია-მარტინესმა მოჰფინოს, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია, რაც შტატ ვაშინგტონის ორკასის კუნძულზე გადასახლდა. მიწის საკმაოდ დიდი მონაკვეთი, მარტინესმა გასული წლის გაზაფხულზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეიძინა და პირველ რიგში, საჰაერო თავდასხმის საწინააღმდეგო თავშესაფრის მოწყობას შეუდგა. დაამონტაჟა მზის პანელები, გენერატორი და სიცოცხლის ბოლომდე საკმარისი ვაზნების რაოდენობა შეიძინა.

hi tech-ის სფეროში წარმატებული ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეკონომიკასა და ტექნოლოგიებში რადიკალური ცვლილებები გველის. მე არ ვფიქრობ რომ ადამიანთა უმეტესობა აცნობიერებს სავარაუდო შედეგებს. მისი მტკიცებით, სილიკონ ველში მომუშავე ადამიანები რადიკალური ცვლილებების შედეგად, მოსალოდნელ საფრთხეებს, სხვებზე უკეთ ხედავენ.

"შესაძლოა, ამან ზედმეტად პომპეზურად გაიჟღეროს, მაგრამ ვფიქრობ რომ "სილიკონ ველის" თანამშრომლები უკვე ცხოვრობენ მომავალში და არა მხოლოდ ტექნოლოგიური თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური და სოციალური კუთხითაც. 

მინდა ვთქვა, რომ მომავალი სასიხარულო სულაც არ არის".

მარტინესი მიიჩნევს, რომ რობოტიზაცია და ხელოვნური ინტელექტი ამერიკას იქამდე მიიყვანს, რომ 20-30 წელში, ქვეყანაში, ნახევარზე მეტი სამუშაო ადგილი გაქრება. ამან შესაძლოა, მასშტაბური სოციალური აფეთქება გამოიწვიოს. მდიდარი ადამიანები უკვე ცდილობენ საკუთარი თავის დაზღვევას, რაც ყველაზე ხშირად, მდიდრული ბუნკერების მშენებლობაში გამოიხატება.

ამერიკული კომპანია Survival Condo მიწისქვეშა ქალაქებს აშენებს, სადაც ატომური თავდასხმის შემთხვევაში, თავის შეფარება იქნება შესაძლებელი. კომპანიის დამაარსებელმა ლარი ჰოლმა, განმარტა, რომ მსგავსი სახლები, რომელთა ღირებულება 4 მილიონ დოლარამდეა, ყველა თანამედროვე მოთხოვნას პასუხობს, აღჭურვილია აუზით, ბილიარდის ოთახითა და ბიბლიოთეკით.

ჰოლის თქმით, ის ამ პროექტზე 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაფიქრდა, როდესაც მსგავს ბუნკერებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

"ყოველი სტიქიური უბედურებისა და კონფლიქტის შემდეგ, მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად იზრდება"- აღნიშნა ჰოლმა, თუმცა, უარი თქვა, მისი კლიენტების ვინაობის გამხელაზე.

ანტონია გარსია-მარტინესის მოსაზრებით, საზოგადოების პოლიტიკური პოლარიზაციაც პრობლემური საკითხია, რაც დიდი ალბათობით, ამერიკის შეერთებულ შტატებს სამოქალაქო ომამდე მიიყვანს.

საინტერესოა, რომ რობოტიზაციას, ხელოვნურ ინტელექტსა და სოციალურ ქსელებს, სწორედ სილიკონ ველის ბაზაზე ჩაეყარა საფუძველი დ ახლა სწორედ ეს ადამიანები ეძებენ თავშესაფარს მათი ქმნილებებისგან თავის დასაცავად.

"დასასრული შეიძლება იყოს უფრო ახლოს, ვიდრე ჩვენ ველით, დაგადარჩენისთვის აუცილებელი გახდება გარკვეული უნარების ქონა და, რა თქმა უნდა, ჩვენს საბანკო ანგარიშზე ერთი ორი მილიონიც არ დაგვაზარალებს. თუმცა, მაინც უკეთესის იმედად უნდა ვიყოთ"- აღნიშნა მარტინესმა.

 

წყარო

300 მილიონ დოლარიანი ბუნკერი: ტეხასში აპოკალიფსისთვის ემზადებიან

myquiz