"სილქნეტს" შეუძლია 20 000 ლარით დაგაჯარიმოთ თუ Wi-Fi -ზე პაროლი არ გაქვთ დაყენებული | Allnews.Ge

"სილქნეტს" შეუძლია 20 000 ლარით დაგაჯარიმოთ თუ Wi-Fi -ზე პაროლი არ გაქვთ დაყენებული

კომპანია "სილქნეტის" განცხადებით, ინტერნეტის მესამე პირისთვის გადაცემის შემთხვევაში 20 ათას ლარიანი ჯარიმის დაკისრება ახალი ნორმა არ არის. ამის შესახებ, "ბიზნესპრესნიუსს" კომპანიაში განუცხადეს.

საუბარია, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, "იმ შემთხვევაში თუ თქვენს ინტერნეტს სხვაც მოიხმარს ( მესამე პირისთვის გადაცემა ) ანუ Wi-Fi ზე თუ არ გაქვთ პაროლი და მეზობელმა გამოიყენა თქვენი ინტერნეტი, სილქნეტს შეუძლია 20 000 ლარით დაგაჯარიმოთ და ამას მარეგულირებელიც დაეთანხმება და იტყვის ხელშეკრულება დაარღვიეთო, ასევე თუკი კაფეში ან რესტორანში უფასო ინტერნეტი აქვთ, ხელშეკრულებით შეუძლიათ ჯარიმის დაკისრება”.

ეს ინფორმაცია ფეისბუქ-გვერდზე "შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე" გავრცელდა. მათივე ცნობით, "ხელშეკრულების 7.1.4. მუხლში წერია - მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული "მომსახურება" და არ დაუშვას "კომპანიისგან" მიღებული "მომსახურების" შემდგომი მიყიდვა/გადაცემა სხვა ნებისმიერ "მესამე პირზე". ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, "კომპანია” უფლებამოსილია დააკისროს "აბონენტს” ჯარიმის სახით 20,000.00 (ოცი ათასი) ლარის გადახდა და "კომპანიისთვის” მიყენებული ზიანის/ზარალის ანაზღაურება".

"სილქნეტში" კი აცხადებენ, რომ აღნიშნული რეგულაცია სააბონენტო ხელშეკრულებებშია გათვალისწინებული და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz