ევროკავშირში როუმინგზე გადასახადი გაუქმდება | Allnews.Ge

ევროკავშირში როუმინგზე გადასახადი გაუქმდება

/ევროპარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირში უფასო როუმინგის შემოღებას. მიმდინარე წლის 15 ივნისიდან ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე როუმინგით მომსახურება უფასო იქნება.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ევროკავშირში მოქმედი მობილური ოპერატორების მომხმარებლებისთვის მობილური კომუნიკაციის საფასური საკუთარ ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ, ევროკავშირის საზღვრებში ერთნაირი იქნება.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ტერიტორიაზე მობილურიდან შემომავალი ზარის ერთი წუთის ღირებულება 5 ცენტზე მეტი არ იქნება, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა კი 2 ცენტზე მეტი. ევროპული როუმინგის შემთხვევაში, მობილური ინტერნეტის ღირებულება ერთ მეგაბაიტზე 5 ცენტს არ გადააჭარბებს.

კანონი ინეტნეტთან წვდომის თანასწორობაზე ფიჭური კავშირგაბმულობის სფეროში შეზღუდვებისა და დისკრიმინაციის გაუქმების მიზნით იქნა მიღებული.

"15 ივნისიდან ევროკავშირში მოგზაურობისას ადამიანებს აღარ შეეშინდებათ მობილური მოწყობილობების ჩართვა მაღალი გადასახადის გამო", - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ციფრული ერთიანი ბაზრისთვის ანდრუს ანსიპმა.

ევროპარლამენტში მიღებულ დადგენილებას მხარი 549 დეპუტატმა დაუჭირა, 27 წინააღმდეგ წავიდა, 50-მა კი თავი შეიკავა.

 

BPN.GE

 

 

myquiz