გარეგნობასთან დაკავშირებით "გუგლისთვის" ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები | Allnews.Ge

გარეგნობასთან დაკავშირებით "გუგლისთვის" ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები

ყველაზე პოპულარული beauty-შეკითხვები გასულ წელს, სილამაზის შესახებ. Google-ში ყველაზე ხშირად დასმული ხუთი შეკითხვის ჩამონათვალი ასეთია. პირველი ეხებოდა აკნეს პრობლემას. ცნობილია, რომ აკნე ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. მსუბუქ შემთხვევებში საკმარისი იქნება გამწმენდი, ანტიბაქტერიული საშუალებები და კრემები. ზოგჯერ საჭირო შეიძლება გახდეს ანტიბიოტიკების მიღება და ექიმის კონსულტაცია, ასევე ეფქტურია რაციონის შევლა.

მეორე შეკითხვა ეხებოდა სტრიების მოცილების თემას. ამერიკელი მეან-გინეკოლოგების აზრით, სტრიების მოშორება შეუძლებელია. არც კრემები და ზეთები დაგვეხმარება ამ საკითხში. ლაზერით შესაძლებელია ვიზუალურად სტრიები ნაკლებად შესამჩნევი გახდეს. სტრიები დროთა განმავლობაში თავისთავად უფერულდება.

მესამე შეკითხვა თავის დაბანის პერიოდულობას შეეხებოდა. უმეტესობა თავს იბანს იმაზე ხშირად, ვიდრე საჭიროა, რაც ბუნებრივი ცხიმის გამორეცხვას იწვევს. საპასუხოდ, ორგანიზმი უფრო აქტიურად იწყებს ცხიმის გამომუშავებას და იქმნება ჩაკეტილი წრე.

მეოთხე კითხვაა - შეიძლება თუა არა გაფართოებული ფორების მინიმალიზაცია. არ შეიძლება, რადგანაც ეს გენეტკის საკითხია. ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს, კანის სისუფთავის დაცვაა, რომ ფორების დახშობა ავიცილოთ თავიდან.

ბოლო შეკითხვა ეკუთვნოდათ მათ, ვისაც სურდა გაეგო როგორ მივცეთ წარბებს სასურველი, სწორი ფორმა. ექსპერტები გვირჩევენ წარბების კორექციას სიფრთხილით მოვეკიდოთ, რადგანაც თუ ზედმეტი მოგვივიდა, შეიძლება აღარც ამოვიდეს. საუკეთესო ვარიანტია მიმართოთ პროფესიონალს.

myquiz