2030 წლისთვის საცობების პრობლემა აღარ იქნება | Allnews.Ge

2030 წლისთვის საცობების პრობლემა აღარ იქნება

წარმოიდგინეთ, რომ მომავალში ავტოპილოტური ავტომობილები, მატარებლები და ავტობუსები იმოძრავებენ, რის შედეგადაც საცობები წარსულს ჩაბარდება. ეს სავსებით რეალურია, შესაძლოა სწორედ, ასეთი იყოს სამყარო, რომელშიც ჩვენ 2030 წლისთვის ვიცხოვრებთ, ამბობს ანალიტიკოსი და Drive Sweden-ის დამფუძნებელი კათის ელმსატერ სვარდი.

თბილისის მერია საცობების თავიდან ასარიდებლად მძღოლებს სპეციალურ აპლიკაციას სთავაზობს

ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 2030 წლისთვის, იმის ნაცვლად რომ ადამიანები ფლობდნენ და მართავდნენ საკუთარ ავტომობილებს, მათ ექნებათ შესაძლებლობა ნებისმიერ დროს გამოიძახონ ავტომატიზირებული ავტომობილი მობილური აპლიკაციის საშუალებით.

თუმცა, იდეის ავტორები გვთავაზობენ, რომ ჩვენ მთლიანად ავტომატიზირებული სატრანსპორტო სისტემები გვექნება, ავტობუსები, ავტომობილები, ველოსიპედი, ფეხით სიარულიც კი, ინტეგრირდება ტექნოლოგიასთან.

წარმოიდგინეთ აპლიკაცია, რომელიც მოცემულ დროში, მოგაწვდით ინფორმაციას თქვენი გადაადგილების შესახებ. მაგალითად, გეტყვით ფეხით გადაადგილების დროს, უახლოეს ველოსიპედამდე მანძილს, ან სად არის ყველაზე ახლოს ავტოპილოტით მართვადი ავტომობილი. როდის მოვა შემდეგი ავტობუსი ან მატარებელი.

ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქალაქების საცობებისგან გათავისუფლებაა. მომავალ წელს უკვე რეალურად გამოცდიან სისტემით მომსახურებას. ტესტირება, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებზე სტოკჰოლმსა და გეტებორგში იგეგმება. შედეგად კი კათის ელმსატერ სვარდი იმედოვნებს, რომ ამ შესაძლებლობით დაინტერესება საერთაშორისო მასშტაბის იქნება.

სად არის საცობი ყველაზე ხშირი

myquiz