iPhone 8-ს თვალის გარსის სკანირების ფუნქცია ექნება | Allnews.Ge

iPhone 8-ს თვალის გარსის სკანირების ფუნქცია ექნება

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple-ის ახალი სმარტფონებს, iPhone 8-სა და iPhone X-ს რადიკალური რედიზაინი შეეხებათ. კერძოდ, როგორც Digitimes იტყობინება, ტელეფონებს თვალის გარსის სკანირების ფუნქცია დაემატება.

ინფრაწითელი სისტემის საშუალებით, პიროვნების იდენტიფიცირება სრულ სიბნელეშიც გახდება შესაძლებელი.

გარდა ამისა, ახალ მოდელს OLED-დისფლეი მთელ სიგრძეზე იქნება, რაც შეეხება თითის ანაბეჭდის სკანერს, იგივე Touch ID-ს, იგი პირდაპირ დისფლეიზე იქნება განლაგებული.

ახალი აიფონის კამერა, მომხმარებელს 3D ფოტოსურათების გადაღების საშუალებას მისცემს.

ამასთან, ტელეფონს უსადენო დატენვის ფუნქცია ექნება. გამოცემის წყაროების თქმით, iPhone 8 სამომხმარებლო ბაზარზე, მოსალოდნელზე უფრო ადრე გამოვა.

myquiz