Qatar Airways-ის თვითმფრინავმა, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფრენა შეასრულა
კომპანია Qatar Airways-ის თვითმფრინავმა, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფრენა შეასრულა. მან ყატარიდან ახალ ზელანდიამდე მანძილი, აფრენიდან 16 საათის შემდეგ დაფარა, - ამის შესახებ Guardian იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავი დაგეგმილზე რამდენიმე წუთით ადრე დაეშვა.
"ჩვენ ოფიციალურად დავეშვით ოკლენდში" - დაწერა ავიამზიდმა საკუთარ ტვიტერზე.
2018 წელს სინგაპურის ავიახაზები, ნიუ-იორკის მიმართულებით ავიარეისების გაშვებას გეგმავენ. ამ დრომდე, ყველაზე ხანგრძლივად დუბაიდან ოკლენდის მიმართულებით ფრენა მიიჩნეოდა.