F1დან F12-მდე - რა დანიშნულება აქვს კლავიატურის ამ ღილაკებს | Allnews.Ge

F1დან F12-მდე - რა დანიშნულება აქვს კლავიატურის ამ ღილაკებს

F1-დან F12-მდე ფუნქციური ღილაკები, რომელიც ჩვენი კლავიატურის ზედა მხარეს მდებარეობს, იქ იმისთვის არ არის რომ მტვერი დაიდოს. ისინი სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ და ზოგიერთი მათგანი ნამდვილად გამოსადეგია.

Allnews.ge გთავაზობთ ერთად აღმოვაჩინოთ ამ ღილაკების გამოყენება, რომელიც თქვენს მუშაობას საგრძნობლად გაამარტივებს და დააჩქარებს.

F1 - თითქმის ყველა პროგრამისთვის ხსნის "დამხმარე ფანჯარას"

F2 - საშუალებას გაძლევთ სახელი გადაარქვათ თქვენ მიერ არჩეულ ფაილსა და ფოლდერს

F3 - ხსნის "ძიების ფანჯარას" აპლიკაციისთვის, რომელშიც იმ მომენტისთვის მუშაობთ

F4 - Alt+ F4 ხურავს აქტიურ ფანჯარას

F5 - საშუალებას გაძლევთ გადატვირთოთ გვერდის ან დოკუმენტის ფანჯარა

F6 - კურსორი მიჰყავს ვებ გვერდის მისამართის ველთან, თითქმის ყველა ინტერნეტ ბრაუზერში მუშაობის შემთხვევაში

F7 - გამოიყენება ნაწერში არსებული მორფოლოგიური და ორთოგრაფიული შეცდომების შესამოწმებლად

F8 - კომპიუტერის ჩართვისას Boot Menu-სთან წვდომის საშუალება

F9 - აახლებს Microsoft Word -ის დოკუმენტს, ასევე გზავნის და იღებს მეილს Microsoft outlook-ში

F10 - გახსნილი აპლიკაციის მენიუს ველს ააქტიურებს

F11 - გამოსახულების მთლიან ეკრანზე გადატანა და კვლავ დაპატარავება

F12 - ხსნის შენახვის ფანჯარას Microsoft Word-ში.

myquiz