იაპონურმა კომპანიამ თანამშრომლები რობოტებით ჩაანაცვლა | Allnews.Ge

იაპონურმა კომპანიამ თანამშრომლები რობოტებით ჩაანაცვლა

მომავალი, რომელშიც სამსახურში ადამიანებს რობოტები ანაცვლებენ იაპონიის სადაზღვევო ფირმისთვის უკვე რეალობა გახდა. ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით, 30 თანამშრომელი ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლა, რომელსაც პოლისის მფლობელებისთვის ანგარიშის გასწორება შეუძლია.

სიცოცხლის დაზღვევის კომპანიაში სჯერათ, რომ მიღებული გადაწყვეტილება პროდუქტიულობას 30%-ით გაზრდის და ინვესტიციის შედეგად მიღებულ მოგებას უკვე 2 წელში მოიტანს.

სისტემა იანვრის თვეში დამონტაჟდა და IBM’s Watson Explorer-ზეა დაფუძნებული, რომელიც, ტექნოლოგიური ფირმების განმარტებით, კოგნიტურ ტექნოლოგიას ფლობს და ადამიანივით ფიქრი შეუძლია. ეს მას საშუალებას აძლევს გაანალიზოს ყველა მონაცემი და მათი ინტერპრეტაცია მოახდინოს.

ხელოვნური ინტელექტი ათობით ათასი სამედიცინო სერთიფიკატის, ჯანმრთელობის ისტორიისა და ქირურგიული პროცედურების წაკითხვას შეძლებს მანამ სანამ სადაზღვეო ანგარიშსწორებას გააკეთებს. 2015 წელს, Nomura Research Institute-ის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად,

2035 წლისთვის, იაპონიაში არსებული სამუშაო ადგილების ნახევარს რობოტები დაიკავებენ.

სიახლის საკუთარ უწყებაში დანერგვას იაპონიის ვაჭრობის მინისტრიც გეგმავს. ის იმედოვნებს, რომ საჯარო სამსახურში ხელოვნური ინტელექტის ჩართვა ბიუროკრატიულ პროცედურებს შეამცირებს. მინისტრი ფიქრობს, რომ თუ ექსპერიმენტმა გამართლა, შედეგით სხვა უწყებებიც ისარგებლებენ.

myquiz