მზის ენერგიის საშუალებით ელექტროენერგიის გამომუშავების ღირებულება მცირდება | Allnews.Ge

მზის ენერგიის საშუალებით ელექტროენერგიის გამომუშავების ღირებულება მცირდება

წამყვანი ანალიტიკოსების თქმით, მზის ენერგიის გამოყენება ელექტროენერგიის გამომუშავების ყველაზე იაფი გზაა.

Bloomberg New Energy Finance-მა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებმაც დაბალი შემოსავლის მქონე 58 ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, ბრაზილიასა და ინდოეთში, მზის ენერგიის საშუალებით ელექტროენერგიის გამომუშავების ღირებულება აჩვენეს. ის 2010 წლის ღირებულებასთან შედარებით, სამჯერ გაიაფდა და ამ დროისთვის, მისი ფასი ქარის ენერგიის მეშვეობით ელექტროენერგიის გამომუშავების ღირებულებაზე დაბალია.

ჩილეს ელექტროენერგიით მომარაგებისთვის აგვისტოში გამართულ აუქციონზე ფასმა რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს მიაღწია და მეგავატ/საათში 29,10 დოლარი შეადგინა.

განახლებადი ენერგია განვითარებად ქვეყნებში იაფია.

თუმცა მდიდარ ქვეყნებში, სადაც განახლებადი ენერგიის გენერატორებმა კონკურენცია უკვე არსებულ წიაღისეული საწვავის სადგურებს უნდა გაუწიოს, მზის ენერგიის გამომუშავებით მიღებული ელექტროენერგიის ფასი, შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს.

მზის ენერგიის სადგურების განვითარებაში დიდი წვლილი ჩინეთს მიუძღვის, ოფიციალური პეკინი ამ სფეროს განვითარებაში სხვა ქვეყნებსაც ეხმარებოდა.

BNEF-ის ცნობით, ჩინეთს, ჩილეს, ბრაზილიას, ურუგვაის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ინდოეთს ინვესტორების მისაზიდად მზის ენერგიის პეოექტების განვითარებადი ბაზარი ჰქონდა.

მზის ენერგიის მეშვეობით ელექტროენერგიის გამომუშავება ზოგიერთი ღარიბი ქვეყნისთვის ნამდვილი საჩუქარი გახდა.

myquiz