სადამდე შეიძლება განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი | Allnews.Ge

სადამდე შეიძლება განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი

"ყველაფერი, რაც ცივილიზაციაში გვიყვარს, ჩვენი ინტელექტის პროდუქტია. ადამიანური ინტელექტის ხელოვნურ ინტელექტთან შერწყმით, ჩვენ შეგვიძლია ცივილიზაციის განვითარების ისეთ დონეს მივაღწიოთ, როგორიც არასდროს ყოფილა. თუმცა ეს შედეგი გვექნება, ვიდრე ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ პოზიტიურად გამოვიყენებთ," - მაქს ტეგმარკი, მომავალი ცხოვრების ინსტიტუტის პრეზიდენტი.

მაინც რა არის ხელოვნური ინტელექტი?

ეს არის რთული, კომპლექსური ალგორითმები, რომლებიც ადამიანს ეხმარებიან სხვადასხვა შედეგის მიღებაში. რაც უფრო რთულია ალგორითმი, მით მეტი რაღაცის გაკეთება შეუძლია. ხელოვნური ინტელექტი არის იდეა, რომლის თანახმადაც ინტელექტის შექმნა შესაძლებელია არა ბიოლოგიურ მატარებელზე, არამედ კომპიუტერში, კოდის მეშვეობით. სიტყვაც პირდაპირ ხსნის მის არსს - ხელოვნურად შექმნილი.

ხელოვნური ინტელექტია "ეფლის" ასისტენტი სირი და თვითმართვადი ავტომობილები. 21-ე საუკუნეში სპორტული ამბებისა და ამინდის პროგნოზების უმეტესობა ალგორითმების, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იქმნება. სადამდე შეიძლება განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი და რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ განვითარებამ? ამ საკითხზე მწვავე დავა მიმდინარეობს მსოფლიოს ყველა ტექნოლოგიურ ცენტრში.

კაცობრიობის გაქრობის სამი ვერსია სტივენ ჰოკინგის მიხედვით

"მომავალი 100 წლის მანძლზე, ადამიანების რაოდენობას ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერები გადააჭარბებენ", - ამბობდა ცნობილი ფიზიკოსი და კოსმოლოგი სტივენ ჰოკინგი.

"როდესაც ეს მოხდება, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ კომპიუტერების და ჩვენი მიზანი ერთმანეთს დაემთვხვევა."

როგორც ჰოკინგის აღნიშნავდა, ტექნოლოგიები გამუდმებით ვითარდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჭკვიან მოწყობილობებზე კონტროლი არ დავკარგოთ და ყველაფერი მათი კონტროლის ქვეშ არ მოექცეს. გარდა ამისა, მან ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის შესაძლო დასასრულად მოიხსენია. მეცნიერი მიიჩნევდა, რომ ჩვენი მომავალი დამოკიდებულია ტექნოლოგიურ განვითარებასა და მათ ჭკვიანურად გამოყენებაზე.

Human Rights Watch-ისა -ისა და Harvard Law School-ის პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ სრულიად ავტონომიური მოწყობილობების განვითარება და წარმოება გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს და საერთაშორისო იურიდიულ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს.

თუ ფიქრობთ, რომ მომავალი მსოფლიო ომები რობოტებს შორის გაიმართება, თქვენ შეიძლება არც ცდებით.

მეცნიერები ჯერდებიან, რომ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის კონტროლიც შეუძლია. ყველაფერი დამოკიდებულია იმ ადამიანების ნებაზე, სურვილებსა და მიზნებზე, ვინც მას ქმნის.

Google-ის ინტელექტის პროგრამამ ევროპის სამგზის ჩემპიონი 5-ჯერ დაამარცხა

არასწორია, ხელოვნური ინტელექტის მხოლოდ უარყოფით კონტექსტში განხილვა და მის განვითარებაზე უარის თქმა. ხელოვნურმა ინტელექტმა, რომელიც დღეს ახალ ამბებს ქმნის ან ჩეთში გესაუბრებათ, შეიძლება ხელოვნების შედევრებიც კი შექმნას.

საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანია დაინტერესებული ხელოვნური ინტელექტის განვითარებითა და მისი მეშვეობით, რაიმე კონკრეტულის შექმნა-განვითარებით. პროექტი "კიბერგალაქტიონი", რომლის მეშვეობითაც თავად გალაქტიონთან თუ სხვა ცნობილ ადამიანებთან შეძლებთ საუბარს, რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მისი იდეის ავტორი ზურა ჯიშკარიანია. ზურა მუსიკოსია, თუმცა პროგრამირებასაც სწავლობს, რადგან არ უნდა ცხოვრებასა და მის თანამედროვე ტენდენციებს ჩამორჩეს.

"ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო განვითარება შეიძლება ჰქონდეს ხელოვნურ ინტელექტს. თუმცა ყველზე მნიშვნელოვანია, რომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ პოზოტიურად," - აღნიშნავს ზურა ჯიშკარიანი.

- თქვენი აზრით, რა არის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ყველაზე აქტუალური საკითხები?

- ხელოვნური ინტელექტი ისეთი ცნებებით ჟონგლიორობის საშუალებას გვაძლევს, როგორიცაა იდენტობის ცნება ხელოვნებაში, ავტორი, სიკვდილი და სხვა. ძალიან საინტერესოა ერთი ექსპერიმენტი. ერთმა ადამიანმა კარგად გაიაზრა, რომ ყველა ადამიანი ტოვებს კვალს ინტერნეტსივრცეში.

შექმნა ინტერნეტადამიანი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არ არსებულა.

შემდეგ კი თავად გაქრა ინტერნეტსივრციდან. წაშალა ყველა ონლაინ ანგარიში. ამით მან იდენტობის პრობლემა დასვა. მაგალითად, ვინ შეიძლება იყო დღეს? 21-ე საუკუენში, როცა ყველაფერი იწერება შეუძლია ადამიანს გაქრობა თუ არა? მისი დასკვნა იყო შემდეგი: ადრე ადამიანებს დამახსოვრება უჭირდათ და ყველაფერს იწერდნენ.

ახლა კი პირიქით, დავიწყება და გაქრობაა ძნელი, რადგან ყველაფერი იწერება და ადამიანი ყოველდღიურად ტოვებს ინტერნეტკვალს.

აქტუალურია კითხვა - როგორი შეიძლება იყოს მომავლის ხელოვნება? მომავლის წიგნი? ეს იქნება წიგნი, რომელსაც კითხულობ თუ იქნება ინტერაქცია და წიგნთან საუბარი შესაძლებელი გახდება? თუ განვითარდება ჩეთ ბოტები და ისინი სათანადო პოპულარობას მოიპოვებენ, მაშინ სიკვდილის არსებობა-არარსებობის საკითხი ჩნდება. თუ პიროვნების, როგორც მწერლის სრულყოფილი ასლი იასრებებს, მაშინ ეს მწერალი ცოცხალია თუ მკვდარი?

ამ და სხვა მრავალ საინტერესო საკითხს წამოწევს წინ ხელოვნური ინტელექტის განვითარება. თუმცა გადამწყვეტია, რომ მისი გამოყენება მხოლოდ სასიკეთოდ ხდებოდეს.

საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმები

- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება რომელი მიმართულებით არის ყველაზე სასარგებლო და მომგებიანი?

- არსებობს გენერაციული ხელოვნება, რომელიც ნახატს ალგორითმების მეშვეობით ქმნის და მას ავტორი, როგორც ადამიანი, არ ჰყავს. ეს მიმდინარეობა აქტიური განვითარების ფაზაშია და თუ ყველაფერი სწორი მიმართულებით წავიდა, მაშინ ალგორითმი რამდენიმე წლის შემდეგ წიგნის დაწერასაც შეძლებს.

ხელოვნური ინტელექტი ხელოვნებაში შეიძლება ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდეს.

თუმცა შესაძლებელია, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები ტექნოლოგიებზე გადავიდნენ, რათა შეძლონ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება. ამ შემთხვევაში ავტორი იქნება პროგრამის ადმინისტრატორი, რომელიც აირჩევს საკვანძო სიტყვებს და მიმართულებას მისცემს ნაწარმოებს, შემდეგ კი პროგრამა თავად შექმნის წიგნს.

მედიცინაში ძალიან დადებითი როლი შეიძლება შეასრულოს ხელოვნურმა ინტელექტმა. ოპერაციები ბევრად უფრო მარტივი და შედეგიანი იქნება, თუ პროგრამა წამში გადაამუშავებს მილიონობით ქეისს და გვეტყვის, რა არის კონკრეტულ შემთხვევაში ოპტიმალური გამოსავალი.

ხელოვნური ინტელექტი ძალიან საინტერესოა კოსმოსის ათვისების მხრივაც. გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეიძლება ამ პლანეტაზე ვერც კი ვიცხოვროთ. ადამიანის სხეული კი კოსმოსის ასათვისებლად იდეალური ნამდვილად არაა. ათვისების პროცესში შეიძლება გაუშვან რობოტები, რომლებიც ადამიანის მსგავსად მოიქცევიან, თუმცა მათ ადამიანური მოთხოვნილებები არ ექნებათ. არც დაიღლება, არც მოშივდება. ამჟამად მარსზე არის გაშვებული მსგავსი ქმნილება, მაგრამ მას დახვეწა სჭირდება, რადგან შეზღუდული შესაძლებლობები აქვს.

როგორი იქნება მომავალი: ფანტასტიკიდან ბიოტექნოლოგიებამდე

- როგორ ფიქრობთ, საჭიროა განვითარების მაქსიმალური დონის მიღწევა თუ რაღაც ეტაპზე უნდა შევჩერდეთ? ადამიანი კონტროლს ხომ არ დაკარგავს მიმდინარე პროცესებზე?

- ამ დროისთვის ძალიან მცირე ნაწილი გვაქვს შესწავლილი დ აუცილებლად უნდა მივიდეთ ბოლომდე და ვნახოთ, რა გველოდება. თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული. განვითარების ამ ეტაპზე უკვე წინ წამოწეულია ის საკითხი, რომ ჩვენივე შექმნილი ალგორითმები გვმართავენ.

მაგალითად, იყო ასეთი შემთხვევა, როცა "ამაზონზე" ალგორითმები ერთმანეთთან ურთიერთობაში შევიდნენ და რომელიღაც წიგნის ღირებულება რამდენიმე დღეში 2 მილიონი დოლარი გახდა. ის წიგნი რეალურად სულაც არ იყო პოპულარული.

ასე რომ, განვითარებასთან ერთად, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.

თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავჩერდეთ.

- როგორი იქნება საზოგადოების დამოკიდებულება ალგორითმებით დაწრილი წიგნის ან მუსიკის მიმართ? თუ ადამიანს მოწონს ნაწარმოები , აქვს მნიშვნელობა ვისი დაწერილია ის?

- ამ ყველაფერზე ფიქრობენ მოწინავე მოაზროვნეები მთელ მსოფლიოში და ცდილობენ, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მოძებნონ. საქართველოში კი სულ სხვა მდგომარეობაა. ამ მხრივ, არაფერი კეთდება, თითქოს ჩვენ მსოფლიოს ნაწილი არ ვიყოთ. განვითარებას თუ არ ავყევით, რამდენიმე წლის მერე სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდებით და ძალიან გაგვიჭირდება.

ნანა მღებრიშვილი

myquiz