300 მილიონ დოლარიანი ბუნკერი: ტეხასში აპოკალიფსისთვის ემზადებიან | Allnews.Ge

300 მილიონ დოლარიანი ბუნკერი: ტეხასში აპოკალიფსისთვის ემზადებიან

პერსონალური ბუნკერების შენება ამერიკის შეერთებულ შტატებში პოპულარულ გატაცებად ითვლება. ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ზოგჯერ თავის დაზღვევა ჯობს, ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის არა მხოლოდ წიწიბურასა და კონსერვებს იმარაგებს, არამედ ნამდვილ ბუნკერებსაც თხრის, სადაც საჭიროების შემთხვევაში კატაკლიზმისგან, ტექნოგენური კატასტროფის ან ზომბი აპოკალიფსისგან თავის დაცვა შეიძლება.

როგორც წესი, მსგავს ბუნკერებს ოჯახისთვის ან ორი ადამიანისთვის აკეთებენ. მაგრამ... წარმოიდგინეთ მიწისქვეშა დასახლება, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი, მათ შორის მსხვილი კომპანიით, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული.

ტეხასში მსგავსი იდეის რეალიზებაზე სერიოზულად ფიქრობენ. ინვესტორების გეგმებზე, რომელიც ამ რთული, მასშტაბური და უჩვეულო პროექტის განხორციელებაში ფულის ჩადებას გეგმავენ dailymail გვიყვება. მართლაც, რატომ უნდა იჯდე დახუთულ ბეტონის სოროში, როცა შეიძლება საჭიროების შემთხვევაში აღმოჩნდე კომფორტულ გარემოში და ისეთი კატასტროფები გადაიტანო, როგორიც ტერორისტების თავდასხმა, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება ან რამე უარესია.

პროექტს Trident Lakes ჰქვია, მისი განხორციელება კი დალასის სიახლოვეს იგეგმება.

მიწისქვეშა დასახლების ღირებულება 300 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება. თავშესაფარში 400 ბინა განთავსდება და თითოეული მათგანის ღირებულება მიწის ზემოთ არსებული საცხოვრებლების ფასს გადააჭარბებს. ხუმრობა გვერდით იყოს და ჩვენს საუკუნეში ყველაფერი მოსალოდნელია, ამიტომ მთელი აღჭურვილობა მიწის ქვეშ იქნება, დასახლების ზემოთ ტერიტორია კი ხელოვნური ტბებით, გოლფის სათამაშო მოედნებითა და სკევერებით მოირთვება.

დასახლებას სასმელი წყლის საკუთარი მარაგი, დასუფთავების სისტემა, ჰაერი და ელექტროენერგია ექნება. მიწისქვეშა ქალაქში მცხოვრებთა დნმ-ის ნიმუშების შესანახად, შესაბამისი ბანკი იფუნქციონირებს.

სამწუხარო მხოლოდ ერთია, პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების ზუსტი თარიღი და ბინების ღირებულება ამ დრომდე უცნობი რჩება.

myquiz