როგორი იქნება მსოფლიო 30 წლის შემდეგ? | Allnews.Ge

როგორი იქნება მსოფლიო 30 წლის შემდეგ?

2045 წელს, მსოფლიო დღევანდელთან შედარებით, ძალიან განსხვავებული იქნება, მაგრამ კონკრეტულად როგორი, ეს პენტაგონის მკვლევარებს უნდა ვკითხოთ.

1958 წელს, ყველაზე მეტად სამხედრო ინოვაციები დაინერგა, რომელმაც განვითარებული მსოფლიოს ბაზარი მთლიანად დაიპყრო. ასეთი სიახლეები იყო, განვითარებული რობოტები და ინტერნეტი.

2045 წელს რობოტები და ტექნოლოგია ინდუსტრიას მთლიანად დაიპყრობს, დრონის ტიპის თვითმფრინავები არამხოლოდ სამხედრო, არამედ, საზოგადოებრივ ბაზარზეც მოხვდება.

პერსპექტიული კვლევითი პროგრამების სამმართველოს (Darpa) მეცნიერებს უფრო შორსმჭვრეტელი იდეები აქვთ. 2045 წლის მსოფლიოს სურათის წარმოდგენაში სწორედ ისინი გვეხმარებიან.

Darpa-ს ბიოლოგიური ტექნოლოგიების ნეირომეცნიერის, დოქტორ ჯუასტინ სანჩესის აზრით, მომავალში, მოვლნებისა და საგნების გონებით გაკონტროლება შეგვეძლება.

"წარმოიდგინეთ, გარემოს კონტროლი თქვენი აზრებით შეგეძლებათ.

სახლში არსებულ სხვადასხვა რამეს გონების სიგნალებით გავაკონტოლებთ. მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ნევროლოგიური ქცევების საშუალებით დავეკონტაქტებით, რომლის იმპულსსაც ჩვენი ტვინი გამოსცემს," - განმარტავს მეცნიერი.

სანჩესის თქმით, Darpa აღნიშნულ ნეიროტექნოლოგიებზე მუშაობს და უკვე შექმნა მაგალითი, როდესაც ტვინი ხელოვნურ ხელს აკონტროლებს. ორგანიზაციამ ეს ექსპერიმენტი ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა და პარალიზებულ მამაკაცს შეხების შეგრძნება გაუჩინა.

წელს ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი ზამთარი იქნება

ტვინის იმპლანტის გარდა, მომავალში სხვა სიახლეებიც დაინერგება, რომლებიც მთლიანად გარემოს შეცვლას გულისხმობს.

Darpa-ს ხელმძღვანელი და გეოლოგი სტეფანი ტომპკინსი ფიქრობს, რომ მომავლის ნაგებობები ძალიან მყარი, მაგრამ მსუბუქი იქნება.

"წარმოიდგინეთ ცათამბჯენები, რომლებსაც ფოლადივით სიმყარე ექნება, მაგრამ ამვდროულად ნახშირორჟანგივით სიმსუბუქეს შეინარჩუნებს," - ამბობს ტომპკინსი და დასძენს, რომ მომავალში, ეს პრაქტიკა აუცილებლად დაინერგება. თუმცა, იქამდე, მისი მოლეკულურ დონეზე გამოკვლევა და შექმნაა საჭირო.

როგორი იქნება სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში 100 წლის შემდეგ

"30 წელიწადში, ჩვენ გარშემო არსებული მატერიების შემჩნევასაც ვეღარ შევძლებთ," - აღნიშნავს მეცნიერი.

Darpa-ს ატმოსფერული ინჟინერის, პამ მელროის თქმით, 2045 წელს, ადამიანებსა და მანქანებს ერთმანეთთან განსხვავებული დამოკიდებულება ექნებათ.

"ვფიქრობ, მომავალში, უბრალოდ ერთ ღილაკს დავაჭერთ, რათა ჩვენს ტექნიკურ მოწყობილობას სასურველი რამ გავაკეთებინოთ. მაგალითად, თვითმფრინავის მიწაზე დასაჯდომად ძალიან ბევრი პროცედურაა საჭირო, ნავიგაციიდან დაწყებული, ფრენის ტიპის შეცვლით დამთავრებული, ეს ყველაფერი კი სასურველი შედეგებით უნდა დასრულდეს. 2045 წელს, თვითმფრინავის პილოტმა შესაძლოა, მხოლოდ სიტყვები "მოემზადეთ დაშვებისთვის" წარმოთქვას და დარჩენილი პროცედურები კომპიუტერულმა სისტემამ განახორციელოს. იმ შემთხვევაში, თუ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გახდება შესაძლებელი და პილოტის საჭროება საერთოდ აღარ შეიქმნება," - აღნიშნავს მეცნიერი.

2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ახლომხედველი იქნება

პამ მელროის თქმით, მომავალში კომპიუტერებთან აქტიური კომუნიკაცია გვექნება და მათთან ერთად მუშაობას შევძლებთ.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

myquiz