რატომ იზრდება ნობელის პრემიის ლაურეატების ასაკი | Allnews.Ge

რატომ იზრდება ნობელის პრემიის ლაურეატების ასაკი

72 წელი - ასეთია 2016 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების საშუალო ასაკი. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. საინტერესოა, რატომ იზრდება ყოველწლიურად, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერესტიჟული პრიზის მფლობელთა საშუალო ასაკი.

აღსანიშნავია რომ XX საუკუნის დასაწყისში, ლაურეატების საშუალო ასაკი 56 წელს შეადგენდა.

სტოკჰოლმში მდებარე ნობელის მუზეუმის უფროსი კურატორის, გუსტავ კაელშტრანდის განმარტებით, 100 წლის წინ, მსოფლიოში სულ რაღაც 1000 ფიზიკოსი იყო, ახლა მათი რაოდენობა მილიონს აჭარბებს.

ბევრი მკვლევარი საკუთარი სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისში აკეთებს აღმოჩენებს, თუმცა ანალოგიურ საკითხზე კიდევ ათასი სხვა მეცნიერი მუშაობს. სწორედ ამიტომ, ნობელის პრემიის კომისიას მრავლობითი შემოწმების ჩატარება სჭირდება, შესაბამისად, აღმოჩენის გაკეთებიდან პრემიის მინიჭებამდე დღეს გაცილებით მეტი დრო გადის ვიდრე ეს აქამდე იყო საჭირო.

თუმცა, აღნიშნული ვარაუდი საკმარისი არ აღმოჩნდა. საკითხი ჯერ კიდევ ღიაა, რადგან არსებული მოსაზრების საპირისპიროდ შეიძლება ითქვას, რომ მწერლების, ეკონომისტებისა და "მშვიდობისმყოფელების" რაოდენობაც გაიზარდა, თუმცა ამ დარგებში ლაურიატთა საშუალო ასაკი მაინც არ შეცვლილა.

ასაკისა და სამეცნიერო დარგების ურთიერთმიმართება, შესაძლოა გასული საუკუნის დასაწყისში სამეცნიერო რევოლუციით იყოს განპირობებული. ХХ საუკუნის პირველ ნახევარში ფიზიკა განვითარებად სფეროდ ითვლებოდა, მეცნიერებიც მცირე ასაკში მნიშვნელოვან აღმოჩენებს აკეთებდნენ, რაც ნობელის პრემიის კომისიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. დღეს დიდი გამოცდილების დაგროვების პირობებში სამეცნიერო აღმოჩენების გაკეთება სულ უფრო რთულდება, რაც გაცილებით მეტ დროსა და რესურს მოითხოვს.

myquiz