NASA - იუპიტერი მზის გარშემო არ ბრუნავს | Allnews.Ge

NASA - იუპიტერი მზის გარშემო არ ბრუნავს

სკოლაში ყველამ ვისწავლეთ, რომ ყველა პლანეტა მზის გარშემო, საკუთარ ორბიტაზე ბრუნავს, თუმცა, სინამვილეში ყველაფერი ასე მარტივად არ არის.

როგორც აღმოჩნდა, მიზიდულობის ცენტრი იუპიტერსა და მზეს შორის არა მზეში, არამედ კოსმოსის რაღაც წერტილში, მზის ზედაპირის მაღლა მდებარეობს.

ამასთან, მისი გრავიტაციული ზეგავლენა დომინირებს მზის სისტემის ევოლუციაზე: პლანეტათა უმრავლესობის ორბიტები უფრო ახლოსაა იუპიტერის ორბიტალურ სიბრტყესთან, ვიდრე მზის ეკვატორიალურ სიბრტყესთან.

იუპიტერის მასა 2.5-ჯერ აღემატება მზის სიტემის ყველა დანარჩენი პლანეტების მასათა ჯამს. იგი 318-ჯერ მასიურია დედამიწაზე და მისი დიამეტრი დედამიწისას 11-ჯერ, ხოლო მოცულობა 1321-ჯერ აღემატება.

ზოგიერთი მკვლევარის თქმით, იუპიტერის მზის სისტემის მტვერსასრუტია, მისი უზომო გრავიტაციული მიზიდულობის გამო.

მომზადებულია Tech Insider-ის მიხედვით.

myquiz