ჰაკერები მსოფლიო ინტერნეტის გათიშვას ცდილობენ | Allnews.Ge

ჰაკერები მსოფლიო ინტერნეტის გათიშვას ცდილობენ

ჰაკერების უცნობი ჯგუფი ინტერნეტის გასათიშად აქტიურ კამპანიას ეწევა. აღნიშნული განცხადება ექსპერტმა კიბერუსაფრთხოების საკითხებში ბრიუს შნეირმა გააკეთა.

შნეირმა საკუთარ ბლოგში განმარტა, რომ უკვე ერთი წლის განმავლობაში აკვირდება ზუსტად გათვლილ თავდასხმებს ისეთ წამყვან კომპანიებზე, რომლებზეც მსოფლიო ინტერნეტი დგას.

ექსპერტის თქმით, ჰაკერები მსგავი კომპანიების დაცვის სისტემებში სუსტ წერტილებს ეძებენ. შნაიერმა აღნიშნული თავდასხმები პირველად რუსი და ჩინელი ჰაკერების ქმედებებს დაუკავშირა.

ინტერნეტის გამავრცელებელი ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენელი ექსპერტის მოსაზრებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი კიბერთავდასხმები ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ამავდროულად, ექსპერტები განმარტავენ, რომ ჰაკერების ნაწილი კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლების დაკვეთთ მოქმედებს, თუმცა არსებობენ ისეთები, რომლებსაც კომერციული და კრიმინალური მოტივები ამოძრავებს.

მომზადებულია "ბიბისი"-ს მიხედვით

myquiz