საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების ყველაზე ლამაზი გზა | Allnews.Ge

საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების ყველაზე ლამაზი გზა

ქალაქებში დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენები გროვდება. მსოფლიო ბანკი ირწმუნება, რომ 2100 წლისთვის 4 მილიარდი ტონა ნაგავი, გასამმაგდება, ამიტომ ამ საკითხისადმი მიდგომის შეცვლაა საჭირო.

მსოფლიოს რამდენიმე დიდ ქალაქში არქიტექტორებმა ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნები უკვე დააპროექტეს, რომლებსაც ორიგინალური და ლამაზი ინტერიერი ექნებათ. ერთ-ერთი ასეთი ქარხანა სიდნეისა და კოპენჰაგენში იქნება, ასევე ჩინეთშიც, სახელად "შენზენის ენერგო-გადამამუშავებელი ქარხანა," რომელიც 2020 წელს გაიხსნება.

ჩინეთში მდებარე ქარხანას ტურისტული და რეკრეაციული ფუნცქციაც ექნება, აქ  ბაღები აშენდება, დამთვალიერებლებს კი საშუალება ექნებათ, მოისმინონ, რამდენად მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება. ქარხანა ყოველდღიურად 5 000 ტონა ნაგავს გადაამუშავებს, რაც ქალაქების ეკოლოგიაზე დადებითად აისახება.

ჰოლანდიელმა დიზაინერმა ჰაერის გასასუფთავებელი კოშკი შექმნა

გარდა ამისა, ქარხანა იმუშავებს განახლებად ენეგიაზე და დამონტაჟდება რვა ფეხბურთის მოედნის ზომის მზის ბატარეები.

ენერგოქარხანა, რომელიც კოპენჰაგენში 2018 წელს გაიხსნება, ყოველიურად ერთი ტონა კარბონის დიოქსიდით შეამსუბუქებს გარემოს. დამთვალიერებლებს მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაისვენების შესაძლებლობა ექნებათ და კლდეზე ცოცვით დაკავდებიან.

მსგავსი ტიპის ენეგროეფექტური ქარხანა სიდნეიში მდებარეობს, რომელიც ელექტროენერგიის გამომუშავებისა და წყლის გადასამუშავებლად ფუნქციონირებს.

 

 

მომზადებულია "ბიზნეს ინსაიდერის" მიხედვით.

myquiz