ახალი ტექნოლოგიები - მშობლების ძირითადი დამხმარე თუ პარანოიის მთავარი წყარო | Allnews.Ge

ახალი ტექნოლოგიები - მშობლების ძირითადი დამხმარე თუ პარანოიის მთავარი წყარო

ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება მშობლებს შვილებთან ურთიერთობაში ეხმარება თუ მათ უბრალოდ პარანოიით იპყრობს?- ეს საკითხი უკვე ნათლად დგას დღევანდელ რეალობაში.

აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, დღის განმავლობაში ძიძის საქმიანობა გააკონტროლო და, ამავდროულად, თვალყური ადევნო შვილის რეჟიმს, მშობლებს საშუალებას აძლევს, იცოდნენ, რას აკეთებს მათი ბავშვი, თუმცა მასთან კონტაქტი საერთოდ არ ჰქონდეთ.

აპლიკაცია სმარტფონისთვის, My Child, შექმნა 19 წლის ჰარშ სონგრამ და მისი საშუალებით, შესაძლებელია, აკონტროლო 24 წლამდე შვილი, დაუსვა შეკითხვები და შეიტყო მისი ადგილმდებარეობა.

2015 წლიდან დღემდე, My Child, 140 ქვეყანაში 11 000-ზე მეტმა ადამიანმა გადმოწერა და განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-ში, ინდოეთში, სინგაპურსა და დიდ ბრიტანეთში.

სონგრა ფიქრობს, რომ აპლიკაცია ძალიან მოქნილი ინსტრუმენტია მშობლებისთვის, თუმცა აღიარებს, რომ შეიძლება ხელის შემშლელი აღმოჩნდეს პროფესიულ საქმიანობაში.

მშობლების ტელეფონზე დამოკიდებულება ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია

გარდა ამ აპლიკაციისა, მშობლები იყენებენ სხვადასხვა მსგავს სერვისს, ინტერაქციულ თამაშებს ჯანრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, ასეთი ტექნოლოგიები დაკავებული მშობლებისთვის მოსახერხებელია, თუმცა შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს. მაგალითად, ავსტრალიაში სანამ დედა „ეფლის“ აპლიკაციის, „სირის“ საშუალებით სასწრაფოს გამოძახებას ცდილობდა, მისმა სამი წლის შვილმა სუნთქვა შეწყვიტა.

 

მომზადებულია „ბი-ბი-სი“-ს მიხედვით

myquiz