2025 წლისთვის ნორვეგიაში ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება | Allnews.Ge

2025 წლისთვის ნორვეგიაში ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება

2025 წლისთვის ნორვეგიაში ბენზინზე მომუშავე მოძველებული მანქანების გაყიდვა აიკრძალება.  ამ გზით ნორვეგია კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად პროგრესული ქვეყანაა.

ადგილობრივი ხელისუფლება ერთხმად შეთანხმდა, რომ ქვეყანაში მოძრავი ყველა მანქანა 100%-ით უნდა ჩანაცვლდეს მწვანე ენერგიაზე მომუშვე ავტომობილებით. თუმცა მიუხედავად ამისა, რამდენიმე მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი პოლიტიკოსი უარყოფს ამ შეთანხმებას.

გერმანიაში ელექტრომობილის მყიდველებს მთავრობა 4 ათას ევროს გადაუხდის

თუ მთავრობის ინიციატივა დამტკიცდა, ეს მნიშვნელოვანი იქნება იმ კუთხითაც, რომ ნორვეგიის ფონდების დიდი ნაწილი სწორედ ბენზინის ინდუსტრიაზეა დამოკიდებული.

ნორვეგიელთა ამ ინიციატივას "ტესლას" დამფუძნებელი ელონ მასკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ახლახან შევიტყვე, რომ ნორვეგია ბენზინზე მომუშვე მანქანების აკრძალვას აპირებს. რა მაგარი ქვეყანა ხართ, ყოჩაღ!", - დაწერა მასკმა "ტვიტერზე".

myquiz