ჰოლანდიაში მიგრანტებისთვის აშენებული ქალაქი განახლებადი ენერგიით მომარაგდება | Allnews.Ge

ჰოლანდიაში მიგრანტებისთვის აშენებული ქალაქი განახლებადი ენერგიით მომარაგდება

ჰოლანდიაში მიგრანტებისთვის მზის ენერგიის ქალაქს ააშენებენ. პროექტი SolarCabin კონკურსში „სახლი სახლისგან მოშორებით“ მონაწილეობის მისაღებად შემუშავდა. საკონკურსო დავალების მიხედვით, მონაწილეებს თავშესაფრის მაძიებელთათვის დროებითი საცხოვრებელი სახლის შექმნის კონცეფცია უნდა შეემუშავებინათ. კონკურსში მონაწილოება 350-მა პროექტმა მიიღო.

არქიტექტურული ბიუროსა Bureau Zondag და dNArchitectuur ფირმაში მომუშავე დიზაინერების პროექტი SolarCabin რამდენიმე ინოვაციურ იდეას მოიცავს. კონცეფციის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ შენობების აგება უმოკლეს პერიოდში იქნება შესაძლებელი და ეკონომიკურად ეფექტური გახდება.

აღნიშნული კონცეფციის წყალობით, ქალაქის ყველა სახლს ერთი და იგივე სამშენებლო მატერიალის არსებობის პირობებში სხვადასხვა კონფიგურაცია შეიძლება ჰქონდეს.

პროექტის ავტორების განმარტებით, სახლი 5-10 წლიანი ინტენსიური ცხოვრებისთვის არის განკუთვნილი.

ინოვაციური ქალაქის ძირითადი უპირატესობა ის არის, რომ განახლებადი ენერგიით მომარაგდება. ყველა საცხოვრებელ საინტერესო ექსტერიერი ექნება სახურავი კი, რომელზეც მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდება, საგანგებოდ შერჩეული კუთხით იქნება დახრილი და ენერგიით უზრუნველყოფს არა მხოლოდ მთლიანად ქალაქს, არამედ მეზობელი დასახლებების მომარაგებასაც შეძლებს.

myquiz