NASA-მ "იუნონას" გადაღებული იუპიტერის პირველი ფოტო გამოაქვეყნა | Allnews.Ge

NASA-მ "იუნონას" გადაღებული იუპიტერის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

ამერიკულმა კოსმოსურმა აპარატმა Juno-მ, იუპიტერის ორბიტაზე გასვლის შემდეგ, დედამიწაზე პირველი ფოტო გამოაგზავნა.

ფოტო გადაღებულია 10 ივლისს, როდესაც "იუნონა" იუპიტერიდან 4,3 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული. ფერად ფოტოზე შესაძლებელია იუპიტერის ატმოსფერული წარმონაქმნების, მათ შორის დიდი წითელი ლაქის და პლანეტის ოთხიდან სამი მსხვილი თანამგზავრის - იოს, ევროპის და განიმედის დანახვა.

"პლანეტის პირველი ფოტოების გადაღება მაღალხარისხიანი გამოსახულებით 27 აგვისტოს იქნება შესაძლებელი, როდესაც "იუნონა" იუპიტერს გვერდით ჩაუვლის" - ამბობს პლანეტოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენელი კენდი ჰენსენი.

ზონდი "იუნონა" კოსმოსში 2011 წლის აგვისტოში გაუშვეს. 2016 წლის 5 ივლისს იგი პლანეტის ორბიტაზე გავიდა.

ზონდი იუპიტერის ორბიტაზე 2018 წლის 20 თებერვლამდე დარჩება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

myquiz