ჩინეთმა პარკირებაში დამხმარე რობოტი შექმნა | Allnews.Ge

ჩინეთმა პარკირებაში დამხმარე რობოტი შექმნა

სავსებით სავარაუდოა, რომ ახალგაზრდა ადამიანებმა, რომლებიც მსხვილი სასტუმროების ან რესტორნების პარკინგზე მუშაობენ და მანქანის მფლობელებს ავტომობილის დაყენებაში ეხმარებიან, სამსახურის გარეშე დარჩნენ. ჩინეთმა ინოვაციური, პარკირებაში დამხმარე რობოტები გამოიგონა.

რობოტი სრულიად დამოუკიდებლად, ადამიანის ჩარევის გარეშე, ფუნქციონირებს. ის ამწევი პლატფორმისგან, რომელიც სტანდარტულ ავტომანქანაზე უფრო გრძელია და საბურავებისგან შედგება. მას ორ-ნახევარ ტონამდე ტვირთვის გადატანა შეუძლია, რაც მსუბუქი მანქანის წონას გაცილებით აღემატება. რობოტი 1,5 მეტრი/წამში მოძრაობს.

რობოტი ადგილზე ლაზერული ნავიგაციის მეშვეობით ორიენტირდება და თავისუფალ ადგილას მანქანის დაპარკინგებისთვის ორიოდე წუთი სჭირდება.

პარკირებას ცოდნა სჭირდება- ამას ჯერ კიდევ მაშინ ვამტკიცებთ, როდესაც მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდაზე გავდივართ, თუმცა გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშიც კი აღნიშნული უნარის გამომუშავება გვიჭირს. პარკირებისთვის განკუთვნილი რობოტი დავალებას მილიმეტრების სიზუსტით ასრულებს.

ბრიტანელმა გამომგონებელმა რევოლუციური საბურავები შექმნა

მანქანის მფლობელს პარკირების ადგილზე შესვლაც კი არ მოუწევს. ის გარეთ დატოვებს მანქანას, რობოტი მას თვითონ შეამჩნევს, ამუშავდება და თავისუფალ ადგილას დააყენებს, შემდეგ კი პატრონს დაუბრუნებს.

რობოტი მანქანას 40%-ით უფრო ეფექტურად აყენებს, ვიდრე ამას ადამიანები ახერხებენ, შესაბამისად, იზოგება გაცილებით მეტი ადგილი.

კომპანიის განმარტებით, ამ დროისთვის მსგავსი მოწყობილობების წარმოება საკმაოდ ძვირი ჯდება.

myquiz