ხელოვნური პანკრეასი 2018 წლისთვის იქნება მზად | Allnews.Ge

ხელოვნური პანკრეასი 2018 წლისთვის იქნება მზად

ხელოვნური პანკრეასი - მოწყობილობა რომელიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანების სისხლში გლუკოზის დონესა და ინსულინის რაოდენობას ავტომატურად გააკონტროლებს, 2018 წლისთვის იქნება მზად. აღნიშნული განცხადება დიაბეტის შემსწავლელ ევროპულ ასოციაციაში გააკეთეს.

Science Daily-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხელოვნური პანკრეასის შემქმნელები მექანიზმის ფუნქციონირების სიზუსტეს ამოწმებენ და, ამასთანავე, კიბერუსაფრთხოების საკითხებს სწავლობენ, რათა მოწყობილობა ჰაკერების თავდასხმისგან დაიცვან.

ამჟამად არსებული სამედიცინო ტექნელოგიები ცალკე ინსულინის ტუმბოს წარმოადგენს, რომელიც ორგანიზმისთვის ინსულინის მიწოდებას ემსახურება და ცალკე - გლუკომეტრს, რომელიც სისხლში გლუკოზის შემცველობას ზომავს. ხელოვნულრი პანკრეასის შემქმნელების, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორების რომან გოვორკასა და ჰუდ ტაბიტის, განმარტებით, ახალი მექანიზმი ამ მოწყობილობებს გააერთიანებს და ერთიან სისტემას შეიმუშავებს.

ცდაში მონაწილე პაციენტები მოწყობილობას დადებითად აფასებენ და ყველაზე დიდ მიღწევად იმას მიიჩნევენ, გლუკოზის დონის გამუდმებული კონტროლი არ უხდებოდათ, რადგან ეს ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში ხდებოდა.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ყველა ადამიანისთვის ინსულინის საჭირო რაოდენობა განსხვავებულია. შესაბამისი დოზის დასადგენად ორგანიზმში შაქრის რაოდენობის მუდმივი კონტროლია საჭირო, რათა პაციენტი დარწმუნდეს, რომ მას ჰიპო ან ჰიპერგლიკემია არ ემუქრება, რასაც, საბოლოო ჯამში, სისხლძარღვების, ნერვული დაბოლოებებისა და  გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებამდე მივყავართ.

მეცნიერების თქმით, ხელოვნური პანკრეასის ალტერნატივა პანკრეასის ტრანსპლანტანტია, თუმცა ამ შემთხვევაში რეციპიენტებს მედიკამენტები სჭირდებათ, რომლებიც იმუნურ სისტემას დააქვეითებს, რათა იმუნიტეტმა ტრანსპლანტატთან ბრძოლა არ დაიწყოს.

myquiz