ყველაზე ძვირადღირებული ნივთიერებები
იმ ნივთიერების ერთი გრამის შესაძენად, რომელსაც ახლა ჩვენ გაგაცნობთ, ადამიანების უმეტესობას მთელი ცხოვრება არ ეყოფა.
რომლებია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნივთიერებები და რაში მდგომარეობს მათი უნიკალურობა.
ანტიმატერია
1999 წელს ნასამ განაცხადა, რომ ანტიწყალბადის ერთი გრამი დაახლოებით 62 ტრილიონი დოლარი ეღირება. მოგვიანებით გამოიანგარიშეს, რომ პოზიტრონის, რომელიც ანტიწყალბადის ერთ-ერთი კომოპონენტია, ერთი გრამის მიღება ამერიკის შეერთებულ შტატებს 25 მილიარდი დილარი დაუჯდება.
ბირთული კვლევების ევროპულმა ცენტრმა პოზიტრონის ერთი გრამის მემილიარდედი ნაწილის წარმოებაზე რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი უკვე დახარჯა.
კალიფორნიუმი

ეს მენდელეევის ცხრილის მეშვიდე პერიოდის ელემენტია. კალიფორნიუმს ბირთვული რეაქტორის გაშვება შეუძლია. თუმცა, მის ეფექტურობას ფასი ჩრდილავს. ერთი გრამი კალიფორნიუმის ღირებულება 27 მილიონი დოლარია, რის გამოც მის გამოყენებას ერიდებიან და უფრო იაფი ლითონებით ანაცველებენ.
ტრიტიუმი

ზემძიმე წყალბადი, აღინიშნება სიმბოლოთი T ან 3H — წყალბადის რადიოაქტიური იზოტოპია. წყალბადი დაახლოებით 30 ათასი დოლარი ღირს და წინამორბედებთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ იაფიანიცაა.
"ვარდისფერი გვიანა"

ცნობილი ბრიტანული საფოსტო მარკა, რომელსაც ხშირად ფილატელისტების "მონა ლიზასაც" უწოდებენ. 1856 წლის "ვარდისფერი გვაიანა" ორი წლის წინ 9 480 000 დოლარად გაიყიდა.