ავტობუსი, რომელიც საცობების პრობლემას გადაჭრის | Allnews.Ge

ავტობუსი, რომელიც საცობების პრობლემას გადაჭრის

პეკინში მაღალი ტექნოლოგიების 19-ე საერთაშორისო გამოფენაზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იდეა ჩინურმა კომპანიამ Future Parking Equipment წარმოადგინა- ავტობუსი-პორტალი - მომავალში,  ქუჩების განტვირთვას შეუწყობს ხელს და ნაწილობრივ, გადაწყვეტს საცობების პრობლემას.

როგორ გაუმკლავდა იაპონია, გადატვირთული ქუჩების პრობლემას

ახალი სატრანსპორტო საშუალება საავტომობილო გზაზე, რელსების დახმარებით გადაადგილდება, ხოლო უჩვეულო დიზაინის გამო, ისევე როგორც ხიდის ქვეშ, ავტომობილები მის ქვემოთაც მოახერხებენ მოძრაობას.

იაპონელმა დიზაინერმა "უჩინარი" მატარებელი შექმნა

ჩანაფიქრის მიხედვით, ავტობუსი ელექტრო ან მზის ენერგიაზე იმუშავებს და ერთდროულად 1200 ადამიანის გადაყვანას შეძლებს.

მისი შემქმნელების თქმით, აღნიშნული სიახლე, დღეს არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის იაფი, პრაქტიკული, ეკოლოგიურად სუფთა და მაღალსიჩქარიანი ალტერნატივა გახდება.

მომზადებულია hi-news-ის მიხედვით

myquiz