მცენარის მომვლელი სენსორი | Allnews.Ge

მცენარის მომვლელი სენსორი

მათ ვისაც ორანჟერეის გაშენება სურთ, გამომგონებლები ინოვაციურ საშუალებას, სახელად Botani.st.-ს სთავაზობენ.

მოწყობილობის შემქმნელების თქმით, ეს არის ჭკვიანი სენსორი, რომელიც მცენარეების სწორად მოვლასა და მათ აყვავებაში დაგეხმარებათ.

Botani.st. ზომავს სინათლის ინტენსიურობას, ტემპერატურასა და ტენიანოაბს როგორც ჰაერში, ასევე ნიადაგში.

მოწყობილობა უკავშირდება თქვენი ტელეფონის აპლიკაციას და შეტყობინებას გიგზავნით, იმის შესახებ თუ როდის, რა პროცედურას საჭიროებს თქვენი მცენარე.

ის გახსენებთ როდის მორწყათ ყვავილები, ხოლო სახლის პირობების შესწავლისა და ანალიზის შემდეგ, გირჩევთ რომელი მცენარეები მოუხდება არსებულ გარემოს, ასევე წინასწარ გატყობინებთ როდის არის მოსალოდნელი ყინვა და სხვა მრავლი ფაქტორი, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მცენარისთვის.

როგორც მისი შემქმნელების გუნდი ამბობს, Botani.st. - ის გამოყენება ძალიან მარტივია, საკმარისია სენსორი სასურველი მცენარის ქოთანში მოათავსოთ და სულ მალე, თქვენი მცენარის შესახებ, დეტალურ ინსტრუქციასა და საჭირო ინფორმციას მიიღებთ.

myquiz