Tesla-ს ახალი ელექტრომობილი 35 000 დოლარი ეღირება | Allnews.Ge

Tesla-ს ახალი ელექტრომობილი 35 000 დოლარი ეღირება

ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ Tesla-მ კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე Model 3-ის პრემიერა გამართა. კომპანიის სამოდელო გამაში ახალი, მესამე მოდელის გამოჩენა რამდენიმე თვის წინ დაანონსდა და როგორც გაირკვა, შეკვეთების დაწყებიდან ზუსტად 24 საათში, კომპანიამ 115 ათასზე მეტი შეკვეთა მიიღო.

ახალი ავტომობილი ძველ მოდელებთან შედარებით ყველაზე იაფია, მისი სასტარტო ღირებულება 35 ათასი დოლარიდან იწყება, ხოლო მყიდველისთვის ავტომობილის მიწოდება მომავალი წლის იანვრიდან იგეგმება.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ავტომობილს ერთჯერადად სრულად დამუხტვის შემთხვევაში, 400 კმ-ის გავლა შეეძლება.

ყველა "სამიანი" აღჭურვილი იქნება თავისუფალი წვდომით Tesla’s Superchargers-ზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უკვე 3600 ლოკაციაზეა და კომპანია ამ ციფრის გაზრდას 2017 წლისთვის 7000-მდე გეგმავს.

Model 3-ზე მოთხოვნის ზრდის მოლოდინში კომპანია ასევე გეგმავს ყოველწლიურად 500 000 ელემენტის წარმოებას საკუთარ Gigafactory-ში.

ავტომობილი გაგრეგნულად კომპანიის საიმიჯო დიზაინის შტრიხების მატარებელია, ხოლო ინტერიერში ისიც Model S-ის მსგავსად აღჭურვილია დიდი ციფრული "სამუშაო დაფით". ამასთან, კომპანიის თავკაცის ილონ მასკის განცხადებით, Model 3 უსაფრთხოების კუთხით ყველა კატეგორიაში მიიღებს ხუთ ვარსკვლავს.

The Model 3 კონკურენციას გაუწევს ისეთ ავტომობილებს, როგორიცაა BMW 3 Series, Mercedes-Benz C-Class და Audi A4.

კოკა კვირკველია

myquiz