მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი მგზავრებს ზაფხულიდან მოემსახურება | Allnews.Ge

მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი მგზავრებს ზაფხულიდან მოემსახურება

ამ მფრინავი მონსტრის სახელი Airlander 10-ია. მისი სიგრძე 92 მეტრია და რამდენიმე დღის წინ, იგი პირველად უჩვენეს ჟურნალისტებს.

ბრიტანულმა კომპანია Hybrid Air Vehicles-მა გიგანტის შექმნაზე 10 წელიწადზე მეტი და 35,6 მილიონი დოლარი დახარჯა.

Airlander 10 სრულყოფილი თვითმფრინავი არ არის, იგი ჰიბრიდია, რომელიც საკუთარ თავში თვითმფრინავის, ვერტმფრენისა და სხვა მფრინავი აპარატების თვისებებს აერთიანებს.

აპარატის მოცულობა 38000 კუბური მეტრია, სწორედ ამავე მოცულობის ჰელიუმია საჭირო, რათა საფრენი მოწყობილობა აფრინდეს. ამასთან, მოწყობილობას შეუძლია ჰაერში ერთსა და იმავე ადგილზე სამი კვირის განმავლობაში გაჩერდეს.

Airlander 10 აბსოლუტურად უხმაუროა და ეკოლოგიურად სუფთა. მას შეუძლია დიდ მანძილზე ტვირთების გადატანა, გამოიყენება აკადემიური კვლევებისთვის. ასევე, მგზავრებს კომფორტულად დასვენებასა და სხვადასხვა გასართობ საშუალებას სთავაზობს.

როგორც ცნობილია, Airlander 10 პირველ გაფრენას 2016 წლის ზაფხულში განახორციელებს.

 

 მომზადებულია theguardian.com-ის მიხედვით.

myquiz