სამაჯური თქვენს მაჯას ტელეფონის ეკრანად აქცევს | Allnews.Ge

სამაჯური თქვენს მაჯას ტელეფონის ეკრანად აქცევს

ტექნოლოგიების განვითარებამ ახალ საფეხურს მიაღწია. ცოტა ხნის წინ ალბათ ვერც კი წარმოიდგენდით, რომ ტელეფონი შეგეძლოთ საკუთარი მაჯით გეტარებინათ, ან მიგეღოთ შხაპი და ამავდროულად წერილებისთვის გეპასუხათ.

Cicret ეს არის წყალგამძლე სამაჯური, რომელსაც მარტივად შეუძლია სენსორიან ტელეფონად გადაქცევა. ამგვარად, თქვენ საკუთარ მაჯაზე შეგიძლიათ შეამოწმოთ ელექტრონული ფოსტა, ითამაშოთ საყვარელი თამაშები, უპასუხოთ ზარებს, შეიტყოთ ამინდის პროგნოზი, ერთი სიტყვით, გააკეთოთ ყველაფერი, რასაც თქვენი მობილურის საშუალებით აკეთებდით.

მისი შემქმენელები გვპირდებიან, რომ ინოვაციური სამაჯური მალე იქნება ხელმისწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის და მისი შეძენა 300 დოლარად იქნება შესაძლებელი.

myquiz