"ჭკვიანი ბოთლი" თქვენს ორგანიზმს გამოშრობისგან დაიცავს | Allnews.Ge

"ჭკვიანი ბოთლი" თქვენს ორგანიზმს გამოშრობისგან დაიცავს

ორგანიზმისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საჭირო რაოდენობის წყლის მიღებას. თუმცა, უახლესი კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანების 95.3%-ს არ აქვს გამომუშავებული წყლის მიღების სწორი უნარები. 65.9% წყალს მხოლოდ მაშინ სვამს, როდესაც წყურვილი აწუხებს და ხმოლოდ 4.7% რეგულარულად იღებს საჭირო რაოდენოსბის სუფთა წყალს.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმის წყლისგან გამოფიტვა სისხლის რაოდენობის შემცირებას, ჯანმრთელობის გაუარესებასა და ბევრ დაავადებას იწვევს, ჩვენ მაინც ხშირად გვავიწყდება საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება.

სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჩინურმა კომპანია Moikit-მა თანამედროვე ტიპის ჭკვიანი ბოთლი Seed Smart Bottle შექმნა, რომელიც აქტიურად აკვირდება და აღრიცხავს ჩვენს მიერ მიღებული წყლის რაოდენობას.

სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებელი იღებს მეცნიერულ ანგარიშს და შეფასებას, თუ რამდენად წარმატებულად ასრულებს ორგანიზმის დატენიანების გეგმას.

ბოთლში ჩამონტაჯებული პროგრამა კი იკვლევს თქვენი სხეულის დატენიანების საჭიროებებს თქვენ მიერ წყლის მიღების, ყოველდღიური აქტივობისა და გარემოს ტემპერატურის გაზომვის საშუალებით, რის შემდეგაც ადგენს თქვენზე მორგებულ წყლის მიღების ინდივიდუალურ გეგმას.

ამ უნიკალურ ბოთლს შეუძლია ცივი წყლის ტემპერატურის 24 საათის, ხოლო ცხელი 12 საათის განმავლობაში შეინარჩუნოს, ისე რომ თქვენ ყოველთვის ჯანსაღ და ახალ წყალი მიიღოთ. იმ შემთხვევაში თუ წყალი ძველია და დასალევად არ არის გამოსადეგი, ბოთლის თავსახურზე შეხებისას ის ამას დაუყოვნებლივ გატყობინებთ.

რაც მთავარია, მსუბუქი ვიბრაციის საშუალებით, ჭკვიანი ბოთლი გახსენებთ წყლის დალევას, როდესაც თქვენ ეს გავიწყდებათ.

myquiz