10 მაშველი სუპერრობოტი | Allnews.Ge

10 მაშველი სუპერრობოტი

თანამედროვე ცხოვრებაში რობოტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს არამხოლოდ სამხედრო ინდუსტრიაში, არამედ სამაშველო ოპერაციებში ფართოდ იყენებენ.

საჭიროების შემთხვევაში, უპილოტო საფრენ აპარატს დაზარალებულის გადარჩენა ან სამედიცინო აპარატის ჩატანაც კი შეუძლია.

1. BigDog-ი - ოთხფეხა რობოტია, რომელიც 2005 წელს კომპანია "Boston Dynamics-მა" შექმნა. 

რობოტის დანიშნულებაა აღჭურვილობის გადაზიდვა და განსაკუთრებულად საშიშ ადგილებში მისვლაა.

2. "ფუკუშიმას ბოტი" კომპანია "ტოშიბას" წყალქვეშა რობოტია, რომელიც 2011 წლის მარტში, იაპონიაში მომხდარი ტექნოგენური კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად შექმნეს.

რობოტს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან რადიაქტიური ნარჩენები გამოჰქონდა.

3. უპილოტო საფრენ აპარატ Scout UAS-ს საგანგებო სიტუაციებში გამოიყენებენ. 

მაგალითისთვის, სტიქიური უბედურების ან ტყის ხანძრის მასშტაბის შეფასება სწორედ აღნიშნული აპარატითაა შესაძლებელი.

4. FIREFIGHTING SPIDER BOT - ჰიბრიდული უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც ხანძრის ჩასაქრობად იყენებენ.

აპარატს ცეცხლმოკიდებულ შენობაში ფრენა და კედლებზე ცოცვაც კი შეუძლია. ინოვაციური გამოგონება მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კორეის ინსტიტუტის სპეციალისტებს ეკუთვნის.

5. S.W.A.R.M. - ი უპილოტო საფრენი აპარატების მფლობელთა მიერ შექმნილი მოხალისეთა ქსელია, რომელიც სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დროს, მთავრობასთან ერთად კოორდინირებულად მოქმედებს.

ჯგუფში გაწევრიანებულია 1 000-ზე მეტი მოხალისე მსოფლიოს 42 ქვეყნიდან.

6. "თოვლის ციკლოპი" უნიკალური გამოგონებაა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ზვავის ჩამოწოლის პრევენციისთვის ან ზვავში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად.

ამ უპილოტო საფრენი აპარატის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობებია, რომლის გამოყენებაც ზვავის მართვისთვის შეიძლება. აპარატი აღჭურვილია თერმული ვიდეოკამერებით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თოვლში მოყოლილი ადამიანების გადარჩენა.

7. "ცეცხლოვანი ქარიშხალს" ცეცხლმოკიდებულ შენობებში გადადგილება შეუძლია.

უპილოტო საფრენი აპარატი აღჭურვილია სინათლის გამომცემი ძლიერი დიოდებით, რომლის გამოყენებაც გადარჩენილი ადამიანების უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად არის შესაძლებელი.

8. "დეფიბრილატორი" არის გერმანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის საშუალებითაც დაშორებულ რაიონებში დაზარალებულთათვის დეფიბრილატორების ჩატანაა შესაძლებელი.

აპარატის "გამოძახება" სმარტფონის საშუალებით შეიძლება, ის იყენებს GPS კოორდინატებს.

9. AARM-ი ოქსფორდის ბირთვული კვლევების ცენტრის გამოგონებაა.

ამ აპარატის საშუალებით შესაძლებელია რადიაციის კერების შემოწმება. რადიაქტიულ გარემოში მოხვედრის შემთხვევაში, აპარატი დაადგენს რამდენად უსაფრთხოა ტერიტორია ადამიანის სიცოცხლისთვის.

10. Sand Flea კომპანია "ბოსტონ დინამიკსის" კიდევ ერთი ინოვაციური გამოგონებაა. აპარატს სადაზვერვო მისიის შესრულების დროს, დაბრკოლებების გადალახვის მიზნით, ჰაერში 30 ფუტამდე სიმაღლეზე ხტუნვა შეუძლია.

myquiz