აპლიკაცია "სიზმრების მჭერი" სიზმრებს თქვენს ნაცვლად დაიმახსოვრებს | Allnews.Ge

აპლიკაცია "სიზმრების მჭერი" სიზმრებს თქვენს ნაცვლად დაიმახსოვრებს

ადამიანები ცხოვრების 1/3-ს ძილში ანუ, არაცნობიერ მდგომარეობაში ვატარებთ. შესაბამისად, როდესაც სიზმრებს ვხედავთ, ერთგვარ "პარალელურ სამყაროში" ვცხოვრობთ, რომლის 95% გაღვიძებისას ქრება და გვავიწყდება.

თუკი სიზმარში ბრწყინვალე იდეა გწვევიათ, ან ეიფორიაში გაგღვიძებიათ და თქვენი სასიამოვნო თუ უსიამოვნო სიზმრის დეტალურად გახსენების ან მისი გაანალიზების სურვილი გაგჩენიათ, მაშინ ეს ტელეფონის აპლიკაცია სახელად Shadow (აჩრდილი) სწორედ თქვენთვისაა შექმნილი.

Shadow- ის შემქმნელებმა, მხარდაჭერისა და პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხის შესაგროვებლად, აპლიკაცია სპეციალურ პლატფრომა kickstarter-ზე განათავსეს.

"სიზმრების მჭერი" შედგება მაღვიძარისგან, რომელიც თანმიმდევრულად გაღვიძებთ და ძილბურანში ყოფნის დროს თავის ჟურნალში იწერს თქვენს სიზმარს.

აპლიკაცია დროულად გვახსენებს, მოვუთხროთ ჩვენი სიზმარი და შემდეგ მას ტექსტის ან ხმოვანი ჩანაწერის სახით აარქივებს. სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ საკუთარი სიზმარი "მესიზმრეთა საზოგადოების" სოციალურ ქსელს გაუზიაროთ და საკუთარი სიზმრის ანალიზი მიიღოთ.

 

myquiz