მოწყობილობა, რომელიც თქვენს ბავშვზე ზრუნავს | Allnews.Ge

მოწყობილობა, რომელიც თქვენს ბავშვზე ზრუნავს

თოთო ბავშვის მოვლა გაცილებით მარტივი გახდება. 2015 წლის ინოვაციური გამოგონება Sproutling Baby Monitor - (ბავშვზე მზრუნველი მოწყობილობა) პირველი პროდუქტია, რომელიც გვპასუხობს კითხვაზე - “როგორ არის ჩვენი ბავშვი?”

ეს თანამედროვე მოწყობიულობა მშობელს ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით, ბავშვის გულისცემის რითმის, სხეულის ტემპერატურის, პოზიციისა და ზოგადად მისი მდგომარეობის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

უფრო მეტიც, როდესაც Sproutling Baby Monitor - ი შეისწავლის ბავშვის ჩვევებს, მას უკვე შეუძლია გაგვაგებინოს რამდენ ხანში გაიღვიძებს ჩვილი და დაუყოვნებლივ შეგვატყობინებს თუ საგანგაშო სიტუაცია იქნება.

შედეგად, მშობლები ზოგავენ დროს, ენერგიას, უფრო მშვიდად აკეთებენ სხვა საქმეებს და ამავდროულად ინფორმირებულები არიან თავიანთი ბავშვის მდგომარეობის შესახებ.

myquiz