ველოსიპედი 2 წუთში ზურგჩანთად გადაიქცევა
თუ მოგზაურობა და ველოსიპედით სიარული გიყვართ, მაშინ ავსტრიელი გამომგონებლის, ტომას კაიზერის ველოსიპედი ამისთვის ყველაზე მოსახერხებელი საშუალებაა.
ველოსიპედი Bergmonch 9 კილოგრამს იწონის და საჭიროების შემთხვევაში მისი ზურგჩანთად გადაკეთებაა შესაძლებელია. ველოსიპედის ჩასაკეცად მაქსიმუმ 2 წუთია საჭირო.
Bergmonch ითარგმნება, როგორც "მთის ბერი", ზურგჩანთად გადაქცევის შემდეგ ამ უნიკალურ მოწყობილობაში საკვები პროდუქტებისა და სხვა საჭირო ნივთების შენახვა შეიძლება.