სამყაროში სიცოცხლის კვალის საძებნელად, ჩინეთში გიგანტურ რადიოტელესკოპს აშენებენ | Allnews.Ge

სამყაროში სიცოცხლის კვალის საძებნელად, ჩინეთში გიგანტურ რადიოტელესკოპს აშენებენ

ჩინეთის პროვინცია გუიჩჟოუში მცხოვრებ დაახლოებით, 10 000 ადამიანს საკუთარი სახლის მიტოვება მოუწევს. მიზეზი მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპის მშენებლობაა.

უახლოესი 6 თვის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას პროვინციის სხვა რაიონებში გადაასახლებენ. ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იმისთვის მიიღეს, რომ ხალხმა რადიოტელესკოპის მუშაობა არ შეაფერხოს.

პროექტის განხორციელებაში ჩართული მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი ასტრონომიული ობიექტის მშენებლობის მთავარი მიზანი - სამყაროში სიცოცხლის კვალის ძებნაა.

ტელესკოპის მონტაჟი ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დაიწყო. პროექტის ღირებულება 184 მილიონი აშშ დოლარია. ახალი ტელესკოპის დიამეტრი 500 მეტრს შეადგენს.

ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპი 305 მეტრის დიამეტრით, პუერტო-რიკოში მდებარეობს.

myquiz