20 წლის გამომგონებლის დახმარებით მსოფლიო ოკეანე ნაგვისგან 10 წელიწადში გაიწმინდება | Allnews.Ge

20 წლის გამომგონებლის დახმარებით მსოფლიო ოკეანე ნაგვისგან 10 წელიწადში გაიწმინდება

ყოველ წელს, დაახლოებით 8 მილიონი ტონა პოლიეთილენი აბინძურებს ოკეანეს, რის შედეგადაც დაახლოებით 1 მილიონი ზღვის ფრინველი და 100 ათასი წყლის ბინადარი იღუპება.

ამ პრობლემის გადასაჭრელად 20 წლის ბოიან სელტმა ტექნოლოგია სახელად Ocean Cleanup (ოკეანის გამწმენდი) გამოიგონა, რომელიც ოკეანეებს მარტივად გაასუფთავებს ნაგვისა და პოლიეთილენის ნარჩენებისგან.

ამ გამოგონების საშუალებით, ოკეანე თავისით შეძლებს დაგროვილი ნაგვისგან წყლის დასუფთავებას.ლათინური V - ის ფორმის მოტივტივე ბარიერების მწკრივი, რომელიც მიმაგრებულია ზღვის ფსკერზე, დაიჭერს ოკეანის ბუნებრივი დინებების მიერ მოგროვილ ნაგავს. ორკილომეტრიანი მოწყობილობა ზღვის ბინადრებს მის ქვეშ ცურვის საშუალებას მისცემს, აგრეგატში კი დარჩება ნაგავი, რომელიც წყალზე მსუბუქია და ზედაპირზე დაცურავს.

ამ ტექნოლოგიის გამოყენებით მსოფლიო ოკენის გაწმენდას 10 წელიწადი დასჭირდება.

myquiz