Samsung-ის ახალი გამოგონებით ავტობანზე უბედური შემთხვევების რიცხვი შემცირდება | Allnews.Ge

Samsung-ის ახალი გამოგონებით ავტობანზე უბედური შემთხვევების რიცხვი შემცირდება

Samsung-ის ახალი გამოგონების საშუალებით, ახლა ავტობანებზე და დიდ მანძილზე ავტომობილით გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო გახდება.

ავტობანზე სწრაფად მოძრაობისას, მძღოლებისთვის დაბრკოლებას ხშირად, მათ წინ მიმავალი დიდი სატვირთო მანქანები წარმოადგენს, რომლებისთვისაც გასწრება დიდ რისკთან არის დაკავშირებული.

Samsung-ი გვთავაზობს ახალ მოწყობილობას, რომლიც ავტოკატასტროფებს თავიდან აგვარიდებს და გზაზე მოძრაოაბს უფრო უსაფრთხოს გახდის.

პრინციპი მარტივია, წინ მიმავალ სატვირთოს დამაგრებული აქვს კამერა, რომელიც ავტომობილის უკანა მხარეს დამონტაჟებულ ეკრანზე კამერის მიერ გადაღებულ გზას აჩვენებს. შესაბამისად, სატვირთოს უკან მიმავალი მანქანა ხედავს საპირისპირო მიმართულებით მომავალ მანქნას და გასწრების მანევრს მხოლოდ მაშინ გახორციელებს, როდესაც გზა თავისუფალი იქნება.

myquiz