სამეცნიერო მიღწევები, რომლებსაც სამყაროს შეცვლა შეუძლიათ | Allnews.Ge

სამეცნიერო მიღწევები, რომლებსაც სამყაროს შეცვლა შეუძლიათ

საზღვარი სამეცნიერო ფანტასტიკასა და მეცნიერებას შორის სულ უფრო ვიწროვდება.

ტექნოლოგიურმა მიღწევებმა მნიშვნელოვნად განავითარა ადამიანისა და მის გარშემო არსებული სამყაროს შესწავლის პროცესი. ნივთები, რომელთა არსებობაც ათულობით წლის წინ წარმოუდგენელი იყო, ახლა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა.

წარმოგიდგენთ უახლეს სამეცნიერო მიღწევებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ შეუძლებლად მიიჩნეოდა.

პროთეზი, რომელიც გონების ძალით იმართება

სპეციალური სენსორის დახმარებით პროთეზს ელექტრონული იმპულსები გადაეცემა, შედეგად, იგი რთულ დავალებებსაც კი ასრულებს, მაგალითად, გასაღებით აღებს კარს. პროთეზი მუდმივი გაუმჯობესების სტადიაშია და სულ მალე პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ლაბორატორიულ პირობებში შექმნილი ხორცი

ვეგეტარიანელებს მალე შეეძლებათ მიირთვან არაცხოველური წარმოშობის ხორცი. დღეისთვის ის ძალიან ძვირი ღირს და ლაბორატორიებში ცხოველების რამდენიმე ქსოვილის გამოყენებით გამოჰყავთ. პირველად ეს ექსპერიმენტი ჰოლანდიელმა მეცნიერმა 2013 წელს ჩაატარა. ეს ტექნოლოგია იმ ადამიანებს დაეხმარება, ვისაც კუნთოვანი პათოლოგიები აქვთ.

სამგანზომილებიანი პრინტერი

 

სამგანზომილებიანი ფორმატის პრინტერი, რაც დრო გადის, მით უფრო გვაკვირვებს თავისი შესაძლებლობებით. მისი დახმარებით შესაძლებელია შექმნა ქიმიური, რეზინისა და ლითონის ნივთები. ამისთვის მხოლოდ საჭირო პროგრამის არჩევაა აუცილებელი და თქვენ შეძლებთ შექმნათ ავტომობილი, იარაღი, პროთეზი, მოკლედ ყველაფერი, რაც გჭირდებათ და რაზეც ფანტაზია გაგწვდებათ.

ბიონიკური თვალი

დღეს უკვე შესაძლებელია დღემდე სასწაულებრივ ფაქტად მიჩნეული - მხედველობადაქვეითებულისთვის თვალების ახელა. მეცნიერები ათეულობით წლები მუშაობდნენ ბიონიკური თვალის შექმნაზე. ჯერჯერობით ბიონიკურ თვალს მხედველობის 100%-ით აღდგენა არ შეუძლია, მაგრამ ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე მუშაობა გრძელდება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

myquiz